ჰაჯე მაჰმუდ ინჯირ ფაგნევი (ყ.ს)

სილსილეი საადათის მეთერთმეტე რგოლი ხზ. ჰაჯე მაჰმუდ ინჯირფაგნევია რომელიც ბუხარას ვაბქენეს სოფელ ინჯირფაგნიში დაიბადა. დაბადების თარიღთან დაკავშირებით ზუსტი ცნობა არ მოიპოვება.

გარდაცვალება და საფლავი

ხზ. ჰაჯე მაჰმუდ (ყ.ს), ჰიჯრეთით 715 (მილადი 1315) ან ჰიჯრეთით 717 (მილადი 1317) წელს გარდაიცვალა. მისი საფლავი , დღესდღეობით ბუხარაში ვაბქენთისა და შეფირქანს შორის ინჯირი სახელობის სოფელში მდებარეობს.