ჰაჯე ალი რამითინი(ყ.ს)

სილსილეი საადათის მეთორმეტე რგოლი ხ.ზ ჰაჯე ალი რამითინია (ყ.ს), რომელიც ქალაქ ბუხარასთან ახლოს მდებარე რამითინში დაიბადა. მისი ზედმეტ სახელი “აზიზან-ია”. იმის გამო რომ ქსოვითაც იყო დაკავებული მას “ჰაჯე ნესსაჯ-საც” უწოდებდნენ. რელიგიური განათლების მიღების შემდეგ იგი ხ.ზ მაჰმუდ ინჯირფაღნევს დაუკავშირდა. ხ.ზ ინჯირფაღნევმა სიკვდილის მოახლოებისას თავისი ირშადის(სულიერი აღმზრდელობითი)დავალება ხ.ზ ალი რამითინს (ყ.ს) გადააბარა და დანარჩენი თავისი მიმდევრებიც მას მიაბარა.

ძვირფასი სიტყვები

“მოწაფეს, იმისათვის რომ სულიერად მაღალ საფეხურს მიაღწიოს ნეფსზე დაუმორჩილებლობისა და დაპირისპირების გარდა ერთი გზა კიდევ აქვს. გზა რომლის მეშვეობითაც დასახულ მიზანზე უსწრაფესად მიღწევაა შესაძლებელი და ეს გზაც შემდეგია: კარგი ყოფაქცევა ან მურშიდზე შესაფერისი მსახურებით მის გულში ადგილის დამკვიდრებაა. რადგან მათი გულები ხზ. ალლაჰის მზერის ადგილია და შესაბამისად ხზ. ალლაჰი მურშიდის გულში მყოფებსაც ხედავს.

პიროვნებამ ღვთისმსახურება უნდა შეასრულოს, მაგრამ მიუხედავად ამისა მას უნდა სჯეროდეს რომ მან არაფერი გააკეთა და რომ ჰქონდა ქმედებაში მინუსები ამის შემდგომ კვლავ ღვთისმსახურება უნდა დაიწყოს.

ორ მომენტში თქვენი თავი დაიცავით: პირველი საუბრის დროს, მეორე კი ჭამის დროს.

გარდაცვალება და საფლავი

ხზ. ხააჯე აზიზანი ხიჯრეთით 721 (მილადი 1321) წელს ზილყადეს თვეში 130 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი საფლავი დღესდღეობით ბუარაში რამითანის რაიონის სიფელ დეჯჰაში მდებარეობს.