მოვალეობები და მომსახურება

ჰ.ზ. სულეიმან ეფენდი 1920 წლიდან ლექტორად დაიწყებს მუშაობას . 1922 წელს “დარულ ხილაფეთულ ალიეში“ პირვლად თურქულის ლექტორად დაინიშნება.

ამავდროულად 1922 წლის 1 ნოემბერს ოსმალეთისმმართველობა გაუქმდა.

1924 წლის 3 მარტს მიღებული “თევხიდი თედრისათ“- ის კანონით (სწავლა განათლების გაერთიანების ) კანონით მედრესეები თავდაპირველად განათლების სამინისტროს დაექვემდებარა და შემდგომში კი გაუქმდა.

მოვალეობის შესრულებისას “იბთიდაი ხარიჯის“ მედრესეები როდესაც თეოლოგიურ ფაკულტეტებად გადაიქცა ჰ.ზ. სულეიმან ეფენდიმ იმ დროის პოლიტიკური პირობებიდან გამომდინარე, ჩათვალა რომ საკმარისი რელიგიური განათლების მიღება შეუძლებელი იყო და პროფესორობის სტატუსზე დარჩენით ლექტორობიდან გადადგება. ( სახელმწიფო ხაზით მეჩეთებში ვაიზის გაკეთების მოვალეობას აგრძლებდა).

თევხიდი თედრისათის კანონის მიღებით (სწავლა განათლების გაერთიანების კანონის მიღებით) მედრესეები დაიხურა დ პედაგოგები უმუშევრები დარჩნენ.

ჰ.ზ. სულეიმან ეფენდი 520- მეჯლისის წევრთან ერთად კრებას მოიწვევს და მიმართავს. მეგობრებო! რელიგიური სწავლა განათლება ამ კანონით დიდი საფრთხის ქვეშ დგას, მეგობრებო! თქვენ დღეს ამ ქვეყნის რელიგიის შენარჩუნების გარანტორები ხართ, თითოეულმა ჩვენთაგანმა ორ სამ კაცს რომ ვასწავლოთ არანაკლებ 50 წელი ერთ ორ თაობას სარწმუნოებას შევნარჩუნებინებთ. თუ ამას არ გავაკეთებთ ხვალ ალლაჰის წინაშე პასუხისმგებლობას ვერ გადავურჩებით. მაგრამ მეჯლისის წევრებმა თქვეს, რომ ამ საქმით ჩვენთვის ლუკმა პურის შოვნა გაძნელებულია. ჩვენ სხვა პროფესიას უნდა გავყვეთო იტყვიან. (ჰ.ზ. ) სულეიმან ეფენდი კი მათ ასე მიმართავს. “ბატონებო! ბატონებო! ხოჯიობა ლუკმა პურის საძიებელი პროფესია არ არის, ხოჯიობა ალლაჰის, ფეიღამბრის,ყურნისა და ისლამის გზაზე მსახურებაა.

ჰ.ზ. სულეიმან ეფენდი მეჯლისის წევრებიდან ზოგიერთს დაითანხმებს და ხელისუფლებას ასეთი განცხადებით მიმართავენ.
ქვემოთ მოხსენებული პიროვნებები და ხლმომწერები ავღნიშნავთ და გაცნობებთ რომ, ჩვენი ქვეყნის ფინანსური და ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე მზად ვართ უანგაროდ შევასწავლოთ რელიგიური საკითხები . ამ მიმართვაზე ხელისუფლებიდან ასეთ პასუხს მიიღებენ. ჩვენს ქვეყანაში ( თევხიდი თედრისათის კანონი) მოქმედებაშია საწინააღმდეგო ქმედება კი კანონის უმკაცრესი ზომით დაისჯება.

1926 წელს უკანასკვნელად საკუთარ სოფელს ფერჰათლარს მოინახულებს 40 დღეს დარჩება და ისევ თურქეთში დაბრუნდება. ორი წლის შემდეგ 1928 წელს მამის, ოსმან ეფენდის გარდაცვალების ამბავს გაიგებს. იმ ძნელ დღეებს ასეთნაირად იხსენებს.
ისეთი დრო დადგა, რომ უმაღლესი ხელფასი შევთავაზე მოდით გასწავლითო მაგრამ მსურველი ვერ ვნახე, ფულს იღებდნენ და გარბოდნენ იმიტომ რომ ეშინოდათ, მე კი ამ ცოდნის დაკარგვის მეშინოდა მაგრამ შემდეგ ალლაჰუ თეღალამ სწავლების შესაძლებლობა გვარგუნა, მოხუცებზე სწავლებით დავიწყეთ და შემდეგ ახალგაზრდებიც მოვიდნენ და ახლაც ვაგრძელებთ, ყოველივე ეს ალლაჰის ჩვენდამი წყალობაა.

იმ დღეებში გამუდმებით პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ მყოფი სულეიმან ეფენდი 1930 წელს მოსწავლეებზე სწავლების მიზნით ჩათალჯის რაიონის სოფელ კაბაქჯაში გადავიდა. კაბაქჯაში ერთ ფერმას და სამეოურნეო მიწას იქირავებს და ამასთან ერთად ნავთის დისტრიბუციას აიღებს. იქ მყოფ მუშებს ასწავლიდა. მაგრამ ესეც რომ ჟანდარმერიის მხრიდან დაფიქსირდა ახლოს მდებარე “კუშკაიას“ მთებში გადაინაცვლა. იქაც არ მისცემენ მოსვენებას და სილივრეში ნახშირის დასამზადებლად ტყეს იქირავებს და იქაც კი სწავლების პროცესს გააგრძელებს. ამასაც რომ შეამჩნევენ 1933 წელს სამხრეთით გადაინაცვლებს ტოროსის მთების იალაღებზე მესაქონლეობასთან ერთად სწავლებას გააგრძელებს. დროდადრო საქალაქთაშორისო მატარებლით მგზავრობისას ასწავლიდა. მოსწავლეებს რომ ვერ ნახავდა საკუთარ ორ ქალიშვილს ასწავლიდა.

(ჰ.ზ.) სულეიმან ეფენდი ამასთან ერთად სტანბულის მეჩეთებში ვაიზებს აკეთებდა ამათგან “ ყასიმფაშა ჯამი ქებირი , ფიალე ფაშა, არაბ ჯამი, არფაჯილარ ჯამი, ასმალი მესჯიდის “მსგავს პატარა მეჩეთებში და დიდ ცნობილ მეჩეთებში როგორიცაა, “შეხზადე ბაში, ლაა ლე ლი, ფათიხი, სულეიმანიე, სულთან ახმედი, ბეაზიდისა და იენი ჯამისმსგავს დიდ მეჩეთებში.
ჰ.ზ. სულეიმან ეფენდი ამასთან ერთად ძირითად საქმიანობას ( მოსწავლეების აღზრდას) მეჩეთების ოთახებში, სახლებში, სარდაფებსა და სხვადასხვა ძნელ პირობებში აგრძელებდა.

მოსწავლეთა შორის ახალგზრდები მოხუცებიც და სხვადასხვა პროფესიის მოსწავლეები ჰყავდა.

ორატორობითა და ეჰლი სუნნეთის აყიდეთი გამორჩეული სულეიმან ეფენდი საზოგადოების დიდ ყურადღებას მიიპყრობს და 1950- იან წლებში მას გვერდში მდიდართა ნაწილის ამოდგომით მის საქმიანობას უფრო პროფესიულად და წარმატებით გააგრძელებს.
ამრიგად 1951 წელს ერთი ბიზმესმენი უსკუდარ ჩამლიჯაში საკუთარ სახლის პირველ სართულს დაუთმობს სადაც 25-მდე მოსწავლით პირველი სადღეღამისო “ყურან კურსი“ გაიხსნება. იმავე წლებში სტანბულის ევროპის მხარეზე “შეხზადებაში“ და “ მოლლა ხუსრევის“ მეჩეთებში იმამებისა და მუეზინების ჩათვლით მოსწავლეებს ასწავლის.

ადრე თუ მედრესეებში სწავლას წლები სჭირდებოდა სულეიმან ეფენდი იგივე პროგრამას დროის პირობების გათვალისწინებით უმოკლეს დროში ასწავლიდა. ასეთ მოკლე პერიოდში მოსწავლეებს როგორ ასწავლისო კრიტიკაზე ასეთი პასუხი გაუცემია. ბატონებო! ბატონებო! უმმეთი მუხამმედი მოვარდნილ მეწყერის მსგავსად ჯოჯოხეთისკენ მიედინება, სწავლისათვის 5-10 წელი როგორ ველოდოთ? ჩვენ მოსწავლეებს ცოდნის გასაღებს ვაძლევთ, მათ ამ გასაღებით წიგნები და ბიბლიოთეკები უნდა გახსნან.
სწავლებას უპირველესად “ყურანი ქერიმისა“ და “ილმიჰალის“ (ისლამის საფუძვლები) შესწავლით დაიწყებდა. შემდეგ “სარფი“ (მორფოლოგია) ემსილე, ბინა, მაყსუდი, ნახივ ილმი (არაბული გრამატიკა) ავამილი, იზჰარი, ქააფიე, მოლლაჯამი, სახელწოდების წიგნები “ღილმი ქელამიდან“ აყაიდი ნესეფი, ემალი, “ღილმი ფიქჰიდან“ ნურულ-იზახი, ყუდური შერიფი, “უსულუ ფიქჰიდან“ მუხთასარულ მენარი, მანტიყიდან (ფილოსოფიიდან) ისაღოჯი, “ღილმი ბეიანიდან“ ალააკა, თელხისულ მიფთახ, და მუხთესარულ მენარის მსგავს წიგნებს ასწავლიდა.

უმაღლეს დონეზე მიღწეულ თექამულის მოსწავლეეებს კი “ღილმი ქელამიდან“ საღდუ დდიინ თეფთეზანის შერხი აკაიდს, “ღილმი ფიქჰიდან“ მოლლა ხუსრევის დურერულ ხუქქამს უსულუ ფიქჰიდან ასევე მოლლა ხუსრევის მირყათულ უსულს და ხაადიმის მეჯამიღულ ხაყააიყს “მანტიყის ღილმიდან“ შემსიეს. დროისა და საშვალების მიხედვითაც ფერაიზის, თეფსირის, უსული თეფსირის, ხადისის, უსულუ ხადისის, შესახებ თითო ნაწარმოების შესწავლებით იჯაზეთს (დიპლომს) გასცემდა.

მოსწალეებს რელიგიურ საკითხებზე დამატებით ასტრონომიისა და მედიცინის შესახებ იმფორმაციას აწვდიდა. აღზრდილ მოსწავლეებს სხვადასხვა მიმართულებით აგზავნიდა. ამ რიგად სწავლების წრეს აფართოვებდა.განსაკუთრებით რამაზნის თვეში თურქეთის ოთხივე მხარეს ვაიზის გასაკეთებლად მოსწავლეებს აგზავნიდა.წარმატებული მოსწავლეები კი კვალიფიკაციის ასამაღლებლად გამოცდებზე გაჰყავდა. ბევრმა მათგანმა მუფტობის იმამობისა და ყურან კურსის მასწავლებლის წოდება მოიპოვა.
ჰ.ზ. სულეიმან ეფენდის მოსწავლეებზე სწავლებისას ხშირად ძალოვანი სტრუქტურების მხრიდან დაკვირვების საფუძველზე ჩვენების მიცემის მიზნით განყოფილებაში დაიბარებენ. უფრო მეტიც გაუსაძლისი პირობების შექმნით თავის საქმიანობისათვის ხელის შეშლას ცდილობდნენ.

1956 წელს ერთ-ერთი ვაიზის დროს (ჩვენს ჯეზაირელ1 თანამოძმეებს ვერ ვეხმარებით, სულ რომ არა დალოცვით მხარში ამოვუდგეთ) ვაიზის დროს თქმის გამო განყოფილებაში დაიბარებენ.

1957 წელს ქალაქ ქუთაჰიის თავშანლის რაიონიდან ერთ-ერთი პიროვნება მომხრეებთან ერთად ბურსა ულუჯამეში დემოსტრაციას გამართავს (მეჰდობის2) შესახებ. ამ ამბავს მიზანმიმართულად სულეიმან ეფენდის დაუკავშირებენ და ჩვენების მისაცემად ქუთაჰიის პოლიციის განყოფილებაში დაიბარებენ.

1. ჯეზაირი იმ დროისათვის საფრანგეთის მიერ იყო ოკუპირებული.
2. მეჰდი მიიჩნევა მხსნელად რომელიც ბოლო პერიოდში უნდა მოვიდეს და ისლამი მსოფლიოში მმართველ ძალად უნდა გამოაცხადოს.

69 წლის ასაკში წინასწარი დაკავების იზოლატორში მოათავსებენ და 59 დღის შემდეგ მოსამართლის წინაშე წარსდგება.1957 წლის 29 აგვისტოს მოსამართლე უდანაშაულოდ ცნობს და თავდებით გაათავისუფლებს. 1957 წელის 8 ნოემბერს პასუხისმგებლობაც მოეხსნება.