ხ.ზ. ფეიღამბერი (ს.ა.ვ.)

იმისათვის, რომ ვიყოთ ღირსეული წარმომადგენელი თანამედროვეობის და შემდგომი ეპოქების, საჭიროა კარგად ვიცნობდეთ ხ.ზ. მუხამმედ მუსტაფას (ს.ა.ვ.) და ვიყოთ მისი უმმეთის ღირსეული წარმომადგენელი. თუ ადამიანი კარგად არ გაეცნობა ფეიღამბერს, არ შეიყვარებს მას, არც ამ საზოგადოებაში და არც შემდგომი ეპოქების საზოგადოებებში ღირსეულ ადგილს ვერ დაიჭერს, თავისუფალი ვერ იქნება და ბედნიერებას ვერ ეღირსება.

ჩვენი ფეიღამბრის სახელი მუხამმედია, მამის სახელი აბდულლაჰ, დედის სახელი კი ემინეა. დედამისი ხ.ზ. მუხამმედზე შვიდი თვის ფეხმძიმე იყო, როდესაც აბდულლაჰი გარდაიცვალა. ხ.ზ მუხამმედი მილადის წელთაღრიცხვით 570 წელს (ზოგი ანგარიშით 571 წელს) მექქეში, აპრილის თვის 20 რიცხვში, რებიულ ევველის თვის 12 ღამეს ორშაბათს, გამთენიისას დაიბადა. მზის ამოსვლამდე შუქმა იმ დროინდელი ჩამორჩენილი ღამის წყვდიადი გაანათა. იგი დაბადებიდანვე არცერთ ბავშვს არ ჰგავდა. მისი ღვთაებრივი შუქი მასზე შემხედველს თვალებს ჭრიდა. მისი დაბადებით კაცობრიობას ახალი, ნათელი და ბედნიერი გზა ეხსნებოდა.

4 წლამდე მის რძის დედობილთან ალიმე ხათუნთან იზრდებოდა. შემდეგ მის ოჯახს ჩაბარდა. 6 წლის იყო, როცა მისი დედა -ემინე ხათუნი გარდაიცვალა. ის მისმა ბაბუამ აბდულმუტტალიბმა წაიყვანა. დედამისის გარდაცვალებიდან 2 წლის შემდეგ 8 წლის იყო, როცა ბაბუაც გარდაეცვალა. ამის შემდეგ გადავიდა მის ბიძასთან-ებუტალიბთან.

ასეთნაირად ჩაიარა ფეიღამბრის ბავშვობა და ახალგაზრდობა, რომელიც არცერთ ადამიანს არ მოსწრია და ისეთ ბედნიერებაში არ ყოფილა.

25 წლის იყო როცა ხატიჯე თულ ქუბრა შეირთო ცოლად.

40 წლამდე ქანდაკებებებზე თაყვანისმცემელ საზოგადოებაში იმყოფებოდა, მაგრამ არასდროს ქანდაკებებს პატივს არ ცემდა. ხ.ზ. იბრაჰიმის (ა.ს.) რჯულის მიხედვით ალლაჰის წინაშე ლოცულობდა. დრო და დრო მექქეს მახლობლად არსებულ ჰირას მთაზე ადიოდა და ღმერთის შესახებ უზენაესი ალლაჰის მიერ მასზე ადრე მოცემულ ეშხის ზღვით ისაყვავებდა და ღმერთს ევედრებოდა.

ერთ დღეს, როცა გამოქვაბულში სუბთა ღვთაებრივ ცხოვრებას ეწეოდა, მასთან ღმერთის ბრძანებით ჯებრაილ (ა.ს.) ალლაჰუ თეალას მისიით გამოეცხადა. კაცობრიობის გადამრჩენს, ღმერთის საყვარელ პიროვნებას-მუხამმედ (ა.ს.)-ს უთხრა,

-“წაიკითხე ხ.ზ. მუხამმედმა უპასუხა:–‘მე კითხვა არ ვიცი ანდა რა წავიკითხო? უთხრა. ჯებრაილ (ა.ს.)-მა ისევ წაიკითხე“! ხ.ზ. მუხამმედ (ს.ა.ვ.) იგივე პასუხი გასცა. ამის შემდეგ ჯებრაილ (ა.ს.)-მა ხ.ზ. ფეიღამბერი დაიჭირა და მკერდზე სამჯერ მოუჭირა. ასეთნაირად ფეიღამბერს მორალური ოპერაცია ჩაუტარა. სინამდვილეში ყურ’ანი-ი ქერიმის რამოდენიმე აიეთი ფეიღამბერეს შთააგონა. მესამე ბრძანების შემდეგ როგორც მუჯიზაათი (სასწაულ მოქმედი) ფეიღამბერმა უცებ კითხვა დაიწყო:

1- იკითხე, შენი ღმერთის სახელით, რომელმაც გააჩინა! 2- მან გააჩინა ადამიანიშედედებული სისხლისაგან! 3- იკითხე! შენი ღმერთი უსასრულო კეთილშობილების პატრონია, 4- რომელმაც კალამით (წერა) შეასწავლა! 5- შეასწავლა ადამიანს ის, რაც მან არ იცოდა! (ყალემის სურა/ აიათი 1-5)

ხ.ზ. მუხამმედ (ს.ა.ვ)-ს ფეიღამბრობის ტიტული მიეცა.

ყურ’ან-ი ქერიმი 23 წლის განმავლობაში დასრულდა. ფეიღამბერმა 13 წელი მექქეში ადამიანებს სწორი გზისკენ მოუწოდა. ბევრი ვაივაგლახი გასწია. ყველაფერი მოითმინა და ხ.ზ. ალლაჰის ცნობისა და ერთღმერთიანობის გავრცელებისათვის იბრძოლა. შემდეგ მედინეში გადავიდა. 10 წელიც იქ მისი ფეიღამბრული მოვალეობა და მისია გააგრძელა. ადამიანებს ადამიანობა შეასწავლა. კულტურა დახვეწა. შავ-ბნელი აზრები მუსლიმანური შუქით გაანათა. ასეთნაირად მისი მოვალეობა შეასრულა. 63 წლის ასაკში გარდაიცვალა. კაცობრიობას ნათელი გზის მაჩვენებელი ყურ’ანი ქერიმი და სუნნეთი დაუტოვა.

სიკეთე და ლოცვა შენთვის იყოს ეი, ალლაჰუ თეალას ფეიღამბერო, თავკაცო, რესულო. შენი სრულყოფილად მცოდნე და მაქებარი ალლაჰუ თეალაა. შენ სამყაროს რამეთი ხარ, ადამიანებისა და ჯინების ფეიღამბერი ხარ. ხათემულენბია (ბოლო ფეიღამბერი) ხარ. შენ რომ არ ყოფილიყავი მე ამ მატერიალურ სამყაროს არ გავაჩენდი, შენ ამ თქმის ღირსეული ხარ, შენ მუხამმედ მუსტაფა (...)- ხარ.