ცხოვრება და მოღვაწეობა
ჰ.ზ. სულეიმან ჰილმი თუნაჰან ეფენდი (ყ.ს) 1888 (ჰიჯრეთით 1305 / რუმი 1304) წელს, დღევანდელი ბულგარეთის საზღვრებს შორის მდებარე სილისტრეს ქალაქ რაზგრადში სოფელ ფერჰათლარში დაიბადა.
მამა, ხოჯა ზაადე ოსმან ფევზი ეფენდიმ ( 1845-1928) სწავლა სტანბულში დაასრულა და სილისტრეში სათირლი და აჰმედ ფაშა მედრესეებში წლების განმავლობაში პროფესორ ლექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. დედა ხატიჯე ხანუმია. ბაბუა კი “კაიმაკ“ ხააფიზი ზედმეტსახელით ცნობილი მაჰმუდ ეფენდია.
ხოჯა ზაადე სახელით ცნობილი ამ ძვირფასი ოჯახის წინაპარი, სეიდ იდრის ბატონს უკავშირდება. იდრის ბატონი კი ფათიხ სულთან მეჰმედ ხანის მხრიდან თუნას ტერიტორიის ხანად (მმართველად) დანიშნულა და ამასთან ერთად საკუთარ დაზე დაუქორწინებია.
ჰ.ზ. სულეიმან ეფენდის, მამის მსგავსად ხოჯა ზაადე შერქმეული გვარი გამოუყენებია და შემდეგში კანონის დაცვით “თუნაჰანი“ გვარი მიუღია.
მამა ოსმან ეფენდი, სტანბულში სწავლისას მეტად საყურადღებო სიზმარს ნახავს. სიზმარში ნახავს, რომ მისი სხეულის ნაწილი ცად ამაღლდება და განუმეორებელ სინათლეს გაავრცელებს მსოფლიოში. ამ სიზმარს ასეთნაირად ახსნის, მომავალში შვილი რომელიც უნდა შეეძინოს სულიერად გაანათებს სამყაროს.
სილისტრეში დაბრუნებისას დაქორწინდება და შეეძინება 4 შვილი: ფეჰმი, სულეიმან ჰილმი,იბრაჰიმი და ხალილი. დაიწყებს ამ 4 შვილზე დაკვირვებას. სიზმარში ნახულ განსაკუთრებულ თვისებებს კი სულეიმან ჰილმიში დაინახავს. მისი სწავლა განათლებისათვის განსაკუთრებულ ყურადღებას გამოიჩენს.