შეიხი ებულ ხასან ელ-ჰარკანი

სილსილეი საადათის მეექვსე რგოლი ხზ. ებულ ხასან ელ-ჰარკანია, რომელიც იმ დროის ყველაზე დიდი სწავლული და ავტორიტეტული პიროვნება იყო. მისი სახელი ალი ბინ ჯააფერი, ყოველდღიურად გამოყენებული სახელი კი ებულ-ხასანია. იგი ბისტამის დასახლება ჰარკანში დაიბადა. აქედან გამომდინარე “ჰარკანის” სახელით მოიხსენიება. მისი დაბადების ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის მაგრამ ვარაუდია რომ ჰიჯრეთით 352 (მილადი 963) წელს დაიბადა.

ძვირფასი სიტყვები

ამქვეყნად სწავლულები და ღვთისმსახურენი ბევრი არიან. მაგრამ ამასთან ერთად საჭიროა ალლაჰის კმაყოფილების მოპოვებისთვის დღე და ღამ ბრძოლა.

მორწმუნე რომელიც დღის განმავლობაში თავის მუმინ ძმას არ აწყენინებს ის დღე, მას ხზ. ფეიღამბერთან ერთად ნაცხოვრებად ჩაეთვლება. მაგრამ თუ კი აწყენინებს ხზ. ალლაჰი იმ დღეს მის ღვთისმსახურებას არ მიიღებს.”

გარდაცვალება და საფლავი

როცა მისი სიცოცხლის ბოლო ჟამი ახლოვდებოდა თავის მოსწავლეებს დაუბარა რომ საფლავი სამ მეტრ სიღრმეზე ამოეთხარათ რადგან მისი საცხოვრებელი ადგილი ქალაქ ბისტამზე (სადაც ბეიაზიდი ბესტამი იყო დაკრძალული) მაღლა მდებარეობდა და მისი უფრო მაღალზე დაკრძალვა მიზანშეწონილი არ იქნებოდა.

ხზ. ებულ-ხასანი, მუჰარრემის თვის 10 რიცხვში ჰიჯრეთით 425 (მილადი 1033) სამშაბათ დღეს 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი საფლავი თურქეთის ქალაქ ქარსში ქარიზმანქაფის მხარესაა. ამის შესახებ ევლია ჩელების სეიჰათნამეს და სხვა ზოგიერთი წიგნის მეშვეობით ვგებულობთ.

ერთი გადმოცემის მიხედვით მისი საფლავი ჰარკანში მდებარეობს.