იმამი ჯა’ფერ-ი საადიყი (რ.ა)

სილსილეი სადათის მეოთხე რგოლი ჯაფერი საადიყია (რ.ა), რომელიც ჰიჯრეთით მე-80 წელს რამაზანის თვის 8 რიცხვში მედინეი მუნევვერეში დაიბადა. ეჰლი ბეითის შორის (ხზ. ფეიღამბრის ახლობლები)მოწინავე და ცნობილი პირია. თავისი ერთგულებისა და გულწრფელობიდან გამომდინარე “საადიყი” (ერთგული) სახელით გახდა ცნობილი. მისი ყოველდღიური სახელი ებუ აბდულლაჰი და ებუ ისმაილია.

ხზ. ჯაფერი სადიყის(რ.ა) წინაპარი მამის მხრიდან ხზ. ალის უკავშირდება ამგვარად: მუჰამმედ ბაქირ, ზეინელაბიდინი, ხზ. ხუსეინი და მუმინების მბრძანებელი ხზ. ალი (რ.ა)

მისი დედა უმმუ ფერვეა, რომლის მეშვეობითაც იმამი ჯაფერ სადიყი ხზ. ებუ ბექირსაც უკკავშირდება. მისი დედის მხრიდან ბაბუა (სილსილეი სადათის მესამე რგოლი ყასიმ ბინ მუჰამმედ (რ.ა)) ხზ. ებუ ბექირის (რ.ა) შვილიშვილია.

ხზ. ჯაფერი საადიყს (რ.ა) ესხაბი ქირამიდან ენეს ბინ მალიქი და სეჰილ ბინ საღიდი უნახავს და ის ამით თაბიღი (ესხაბის მიმყოლი) გახდა. ხზ. იმამი აღზამ ნუმან ბინ სააბითი გარდაცვალებამდე ორი წლით ადრე ჯაფერი სადიყს სულიერად დაკავშირებია და ასე უბრძანებია: “რომ არა ბოლო ორი წელი ნუღმანი განადგურდებოდა”

ძვირფასი სიტყვები

  • “ნამაზი ღვთისმოშიშ მუსლიმების ალლაჰზე დაახლოებაა”
  • ჰაჯობა, უძლურების ჯიჰადია
  •  სხეულის ზექათი მარხვაა
  • ღვთისმსახურების გარეშევედრება მშვილდის გარეშე ისრის გასროლის მსგავსია.
  • თქვენი სარჩო მოწყალების გაღებით გააბევრეთ, ქონება კი ზექათის გაცემით დაიცავით
  • ვინც ზომიერად ხარჯავს გაჭირვებას არ ნახავს
  • სამზადისი, საარსებოს ნახევარია
  • კარგი მეგობრობა, გონების ნახევარია
  • დედ მამამის წყენინება, მათ მიმართ ურჩობაა
  • განსაცდელში მყოფი მოუთმენელობით საზღაურს დაკარგავს
  • ხ.ზ ალლაჰი საბრს(მოთმინებას )განსაცდელის, რიზყს (სარჩოს) კი ძალისხმევის მიხედვით მოავლენს.”

გარდაცვალება და საფლავი

ჯაფერი სადიყი (რ.ა) ჰიჯრეთით 148 (მილადი 765) წელს შევვალის თვეში 68 წლის ასაკში მედინეი მუნევვერეში გარდაიცვალა და თავისი მამის გვერდით დაკრძალეს.