სწავლა განათლების პერიოდი
ჰ.ზ. სულიმან ეფენდი (ყ.ს.) დაწყებით განათლებას 1902 (რუმი 1318) წელს სილისტრეს რუშდიეს სკოლაში მიიღებს. იმავე წელს სილისტრეში “სათირლის მედრესეში “ არაბული ენის შესწავლას დაიწყებს. შემდგომში ცოდნის გაღრმავებისათვის მამა ოსმან ეფენდი 1907 წელს სტანბულში გააგზავნის. გაგზავნისას ასეთ რჩევა დარიგებას მისცემს.
“შვილო! უსულუ ფიქჰის ( ისლამის უმაღლესი კანონმდებლობა) მეცნიერებას თუ კარგად დაეუფლები რელიგიაში ძლიერი იქნები, მანტიყის (ლოგიკური ცოდნა, ფილოსოფია) მეცნიერებას თუ კარგად დაეუფლები ცოდნით ძლიერი იქნები.“
ჰ.ზ. სულეიმან ეფენდი სტანბულში “ფაათიხის“ უმაღლესი სასწავლებლის პროფესორებიდან და იმ დროის ცნობილი აალიმებიდან ( სწავლულებიდან) ბაფრალი ახმედ ხამდი ეფენდის ლექციებზე დასწრებით სწავლას გააგრძელებს. ამავე წლებში ფაათიხში არსებულ ხაფიზ ახმედ ფაშის მედრესაში დარჩება. ახმედ ხამდი ეფენდისაგან სრული განათლების მიღების შემდეგ პირველობით დიპლომს აიღებს.
1914 წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებაში შესულ “დარულ ხილაფეთულ ალიეს“ მედრესეს ალიეს ფაკულტეტზე პირველ და მეორე კურსების გამოცდების ჩაბარებით მე-3 კურსიდან განაგრძობს სწავლას რომელსაც 1916 წელს წარმატებით დაასრულებს.
1916 წლის 30 სექტემბერს ხადისისა და თეფსირის დარგში დოქტორანტურის გასავლელად “მუთეხასსისინ“-ის მედრესეს ფილიალში ჩაირიცხება. პირველი ორი წლის წარმატებით დასრულების შემდეგ 1918 წელს 20 კურსდამთავრებულთან ერთად შეიხულ ისლამის შეთავაზებითა და სულთან მეჰმედ ვაჰიდუდდინ ხანის თანხმობით აკადემიურ გამოცდაზე შესვლით პრიფესორის წოდება მიენიჭება.
1919 წლის 27 მაისს სულეიმან ეფენდი “სულეიმანიე“ მედრესის თეფსირისა და ხადისის ფაკულტეტს პირველობით დაამთავრებს.
თეფსირისა და ხადისის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ “მედრესეთულ ყუზათის“ (სამართლის ფაკულტეტის) მისაღებ გამოცდებს პირველობით ჩააბარებს. ამ დიდ წარმატებას დიდი სიხარულით მამას წერილობით აცნობებს. საპასუხოდ მამისგან ასეთ პასუხს მიიღებს. “სულეიმან! მე შენ ჯოჯოხეთში წასვლისათვის ისტანბულში არ გამიგზავნიხარ“. მამა ტელეგრაფით ჩვენი ფეიღამბრის (ს.ა.ვ) “სამი მოსამართლიდან ორი ჯოჯოხეთშია“ (სუნენი თირმიზი) მნიშვნელობის ხადისი შერიფს შეახსენებს.
ჰ.ზ სულეიმან ეფენდი (ყ.ს.) მამას პასუხად “არავითარ შემთხვევაში მოსამართლეობას ან ყადობას არ ვაპირებ მიზანი ამ პერიოდის მთელი მეცნიერებების შესწავლაა“ აცნობებს და 1923 წელს ყუზათის მედრესიდან სამართლის ფაკულტეტის დამთავრებით ყადობის წოდებას მიიღებს. აქედან გამომდინარე იმ პერიოდისათვის მას ქონდა უმაღლესი განათლება სულიერ და მატერიალურ მეცნიერებებში.
ამავდროულად სულეიმან ეფენდი ასტრონომიის მეცნიერებასაც ფლობდა. ჰ.ზ სულეიმან ეფენდის “დარულ ხილაფეთულ ალიე“ მედრესის ალიე ფაკულტეტის მესამე კურსზე გავლილი პროგრამა და ქულები შემდეგია:
- თეფსირი შერიფი 10
- ხადისი შერიფი 10
- ღილმი ფიქჰი 9
- უსულუ ფიქჰი 10
- ისლამური კანონები 10
- ღილმი ქელამი 10
- ფილოსოფია 10
- კონსტიტუცია 10
- არაბული ლიტერატურა 10
- საერთო ქულები 89
1919 წლის 27 მაისს სულეიმანიეს მედრესეში ბოლო კურსზე გავლილი პროგრამა და ქულები შემდეგია:
- თეფსირი შერიფი 10
- უსული ხადისი და ნაყდი რიჯალი 10
- ხადისი შერიფი 10
- ტაბაკათი ყურრა და მუფესსირინ 10
- რისალე 9+2
- რაოდენობა და საერთო ქულა 9+9
ყუზათის მედრესიდან აღებული დიპლომისათვის გავლილი საგნებიდან ზოგიერთი შემდეგია :
- რომაული სამართალი
- შერიღეთის კანონები
- სახმელეთო სავაჭრო სამართალი
- საზღვაო სავაჭრო სამართალი
- საერთაშორისო ურთიერთობები და ა.შ.