ხზ. ებულ ფარუყ სულეიმან ჰილმი თუნაჰანი (ყ.ს.) (სილისტრევი) 1959 წლის 16 სექტემბერს (ჰიჯრეთით 13 რებიულ ევველი, 1379 წ.) ოთხშაბათს, საღამოს ლოცვის შემდეგ 72 წლის ასაკში, ქისიქლიში მდებარე საკუთარ სახლში გარდაიცვალა (ყადდესელლაჰუ სირრეჰულ ეღაზ). თუმცა მის მიერ სულიერი აღზრდა სრულყოფილად გრძელდება.
სულეიმან ეფენდი რადგან ფათიხის მედრესის კურსდამთავრებული იყო შესაბამისად ფათიხის მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკრძალვისათვის ნებართვას აიღებენ, მაგრამ იმ დროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ნაამიკ კედიკის წინააღმდეგობის გაწევის შედეგად სახელწოდებით კარაჯა ახმედის სასაფლაოზე დაიკრძალება. შემდგომში 7 მარმარილოს სვეტზე აღმართული ღია გუმბათი გაუკეთდება.
დღეს მსოფლიოს ყველა მხრიდან მომსვლელი მორწმუნეები მის მონახულებას განაგრძობენ.