სილსილეი საადათის მეჩვიდმეტე რგოლი ხზ. ხააჯე იაყუბი ჩარჰია (ყ.ს). მამის სახელი ოსმანია. იგი გაზნეს სოფელ ჩარჰში დაიბადა. დაბადების თარიღთან დაკავშირებით ინფორმაცია არ მოიპოვება.
მურიდი ჰარამ ლუკმას თუ შეჭამს
ხ.ზ იაყუბი ჩარჰი გადმოგვცემს: ცოდნის შესაძენად ქალაქ ჰერათში ენსარ აბდულლაჰის სასწავლებელში ვრჩებოდი და იქვე ვიკვებებოდი რადგან დაწესებულების პირობები ამის საშუალებას იძლეოდა და ჩვენც დიდ სიფრთხილეს ვიჩენდით. ჰერათში ხ.ზ აბდულლაჰ ენსარის (ყ.ს) ჰანქაჰი მელიქის და ღიასიეს სასწავლებლების გარდა სხვა ადგილზე საჭმლის მირთმევა შესაფერი არ იქნებოდა. ამ მიზეზიდან გამომდინარე მავენაუნნეჰრის მოწინავე უხუცესები თავიანთ მოწაფეებს ჰერათში არ გზავნიდნენ. იქ ალალი ლუკმა თითქმის არ მოიპოვებოდა. მურიდი(მოწაფე) თუ ჰარამ ლუკმას შეჭამს ამით ის თავის ცუდ ჩვევებს დაუბრუნდება, სწორი გზიდან ხ.ზ ფეიღამბრისა და ესხაბის გზას ჩამოშორდება.
გარდაცვალება და საფლავი
იგი ჰიჯრეთით 851(მილადი 1447) წელს სოფელ ხალფეთში გარდაიცვალა და იქვე დაიკრძალა. საფლავი ტაჯიკეთის დედაქალაქ დუშანბეში მდებარეობს.