სილსილეი საადათის მეცხრე რგოლი ხ.ზ ჰაჯე აბდულხალიყ გუჯდუვანი (ყ.ს), ხ.ზ იუსუფი ჰემედანის მეოთხე ხალიფე: ჰაჯეგანის წრის მოწინავე და სილსილეი ნაქშიბენდის უფროსი იყო.
ბუხარადან 50 კმ-ის მოშორებით მდებარე გუჯდუვანის რაიონში დაიბადა. აბდულ ხალიყის დაბადების თარიღი არ არის ცნობილი. მამის სახელი იმამი აბდულჯემილია, რომელიც იმამი მალიქის შთამომავალია. თავისი დროის მოწინავე პიროვნებებიდან ზოგად საგანმანათლებლო თუ რელიგიური მეცნიერების უდიდესი სწავლული იყო. მალატიაში მცხოვრები მისი მეუღლე საბერძნეთის მმართველთაგან ერთერთის ქალიშვილია. რომსა და დამასკოში მომხდარი მოვლენების გამო, იგი იძულებული გახდა ახლო თუ შორი ნათესავების ერთად მავერააუნნეჰრში გადასულიყვნენ. ბუხარაში მოვიდა და ახლოს მდებარე გუჯდუვანში დასახლდა.
ხზ. იმამი აბდულ ჯემილსა და ხიზირ ალეიჰი სსელამს სულიერი ძმობა ჰქონდათ. ერთხელ როდესაც ხიზირ ა.ს-მი მასთან მიბრძანდა ვაჟიშვილის ყოლა უმახარობლა და მას უთხრა სახელი აბდულლხაალიყი დაერქვა. აბდულხაალიყი მისი გუჯდუვანში გადასახლების შემდეგ დაიბადა და გაიზარდა. პირველად სწავლა განათლება ბუხარაში დაიწყო.
ფარძი ნამაზის შემდეგ ვედრება
ერთ დღეს მასთან შორეული მგზავრი მივიდა და უთხრა: “პატივცემულო ხაჯე! ჩემი საიქიოში რწმენით წასვლისა და ეშმაკის ხრიკებისგან გადარჩენისათვის შეევედრეთ.” ხ.ზ ხაჯე აბდულხაალიყმა უთხრა: “ხზ. ალლაჰი ფარძი ნამაზების შემდეგ შესრულებული ვედრების აღსრულებას დაგვპირდა. ფარძი ნამაზების შემდეგ მე შენთვის შევევედრები შენ კი ჩემთვის შეევედრე. თუ კი ასე მოვიქცევით ჩვენს მიერ შესრულებული ვედრების შედეგს აუცილებლად დავინახავთ. წარმატება მხოლოდ ხზ. ალლაჰისგანაა.
ნაქშიბენდი გზის პრინციპები
ნაქშიბენდის გზის ეს 8 საფუძველი მისი წმინდა პრინციპებიდანაა:
- ჰუშ დერ-დემ (ყოველი ამოსუნთვქის გაცნობიერება) ;
- ნაზარ ბერ-ყადემ (სიარულის დროს ფეხებზე ყურება);
- სეფერ დერ- ვათან (სამშობლოში ანუ ცუდ გარემოდან კარგ და სამართლიან გარემოში გადასახლება);
- ჰალვეთ დერ-ენჯუმენ (გარეგნულად ხალხთან შინაგანად კი ალლაჰთან ერთად ყოფნა);
- იაად-ქერდ (გულთან ერთად ენით ზიქრი);
- ბააზ-გეშთ (ზიქრის დროს ალლაჰის გარდა აზრად მოსული ყველაფრის განდევნა);
- ნიგაჰ-დაშთ (ზიქრის დროს ალლაჰის გარდა სხვა რამის არ გახსენება)
- იაად-დააშთ (ყოველთვის ალლაჰთან ერთად ყოფნა).
ნაქშიბენდის გზის პრინციპებიდან მყოფი კიდევ 3 საფუძველი:
- ვუყუფი- ზამან (პიროვნების, თავისი სულიერი მდგომარეობის მუდამ ცოდნა)
- ვუყუუფი-ადედ (პიროვნების, თავისზე მიცემული ზიქრის ოდენობაზე ზუსტად მიყოლა);
- ვუყუუფ-ი ყალბ (პიროვნების, თავისი გულის მდგომარეობის ცოდნა).
გარდაცვალება და საფლავი
ჰაჯე აბდულხალიყ გუჯდუვანი ჰიჯრეთით 575 ( მილადი 1180) წელს გუჯდუვანში გარდაიცვალა და იქვე დაიკრძალა.
სიკვდილისას “რჩეული ფეიღამბრის საყვარელი” სიტყვები წარმოუთქვამს. მისი საფლავი უზბეკეთში ქალაქ ბუხარადან სემერყანდში მიმავალ გზაზე მდებარე გუჯდუვანის რაიონშია.