ჰაფიიდ-ი სიდდიიყ-ი ექბერ ყაასიმი (რ.ა)

სილსილეი საადათის მესამე რგოლი თააბიინიდან (ესხაბზე მიმყოლები)მყოფი ხზ. ებუ ბექირის შვილიშვილი ყასიმ ბინ მუხამმედია. ყასიმ ბინ მუჰამმედი ხზ. ოსმანის დროს დაიბადა მისი ყოველდღიურად გამოყენებული სახელი ებუ აბდურრახმანია.

დედა, ირანის ბოლო მმართველის იეზდეჯირის ქალიშვილი სევდეა. როდესაც ხზ. ომერმა ირანი აიღო ტყვეებს შორის იეზდეჯერის სამ ქაიშვილიც იყო. მათგან ერთერთთან ხზ. ხუსეინმა იქორწინა და მისგან შეეძინა იმამი ზეინელაბიდინი. მეორე ხზ. აბდულლაჰ ბინ ომერმა შეირთო და შვილი სალიმ ბინ აბდულლაჰი შეეძინა, სევდე კი ხზ. ებუ ბექირის ვაჟიშვილმა მუჰამმედმა ცოლად შეირთო და მისგან ხზ. ყასიმი შეეძინა. სამივე მათგანი იმ პერიოდში მოწინავე პირები იყვნენ.

ძვირფასი სიტყვები

როდესაც ადამიანები რაიმე საკითხის შესახებ ფეთვას(რელიგიურ გადაწყვეტილებას) მეკითხებოდნენ “მე ეს საკითხი არ ვიცი” ვპასუხობდი და თუ ისევ დაჟინებით მეკითხებოდნენ ალლაჰზე დაფიცებით ვუმტკიცებდი, რომ არ ვიცოდი. რომ მცოდნოდა ვფიცავ გიპასუხებდით. ცოდნის მიუხედავად პასუხი რომ არ გაგცეთ ეს ხომ ცოდვად ჩამეთვლება.

მკითხველს ვეუბნებოდი რომ მის კითხვაზე პასუხი არ ვიცოდი. პიროვნების, ალლაჰის მიერ დაკისრებულის შესწავლის შემდეგ უცოდინრად ცხოვრება, მისთვის უცნობ საკითხებზე ფეთვის მიცემაზე უკეთესია.

გარდაცვალება

სიცოცხლის ბოლოჟამს ძალიან დაუძლურდა. ჰაჯობის თუ უმრესთვის მექქაში მიმავალი ხზ. ყასიმი ჰიჯრეთით 106-ე (მ. 724) წელს 72 წლის ასაკში მექესა და მედინას შორის არსებულ ქ.ქუდეიდში გარდაიცვალა. მისი ცხედარი თავისმა შვილმა ხუთი კილომეტრი მხრებით ატარა და მუშელლელ სახელობის ერთერთ ადგილზე დაკრძალა.