სილსილეი საადათის 18 რგოლი ხზ. ხააჯე უბეიდულლაჰ ელ ახრარია (ყ.ს) მისი მამა ხზ ხააჯე მუხამმედი, ბაბუა კი ხზ. ხააჯე შიჰაბუდდინია. მისი ნამდვილი სახელი ნასირუდდინ უბეიდულლაჰ ახრარი შაში სემერყანდია. ხზ. უბეიდულლაჰ ჰიჯრეთით 806 (მილადი 1404) წელს რამაზნის თვეში ტაშკენტის სოფელ ბაღისტანში დაიბადა. ხზ. შეიხ ომერ ბაღისტანი (ყ.ს) დედის მხრიდან ბაბუაა და მისი წინაპარი ხზ. აბდულლაჰ ბინ ომერ ბინ ჰატტაბს უკავშირდება.
ხზ. ხააჯე უბეიდულლაჰის ბიძაშვილი ასეთნაირად გვიხსნის: “ხზ. უბეიდულლაჰი რომ დაიბადა შემდეგ 40 დღე (დედის გაწმენდამდე) ძუძუ არ მოუწოვია.
ძვირფასი სიტყვები
“პიროვნების ფასი, ამ საზოგადოების(ნაქშიბენდის ძვირფასი პიროვნებები) გაგებიდან გამომდინარე განისაზღვრება.”
სუიერი კაშირის მქონე საზოგადოებისათვის ფიზიკური სიშორავე სულიერი სიახლოვისთვის პრობლემას არ წარმოადგენს.”
“ვინც სრულყოფილი და ძვირფასი პიროვნებიდან
რაიმეს ისწავლის და მის შესრულებას უწყვეტად გააგრძელებს, ამ მოქმედებით მაღალ სულერ საფეხურს მიაღწევს.”
“ადამიანებს სრულყოფილებაზე მიღწევა “მე მართალი ვარ” თქმაში ჰგონიათ. ჭეშმარიტ სრულყოფილებაზე მიღწევა კი “მე” სიტყვის გამოუყენებლობით არის შესაძლებელი.”
გარდაცვალება და საფლავი
ხზ. უბეიდულლაჰ ახრარი ჰიჯრეთით 895 (მილადი1490) წელს, რებიულევველის თვის ბოლო დღეებში ქემანქერანში გარდაიცვალა. როგორც 89 წელი იცოცხლა ისე სიცოცხლის ბოლო პერიოდში 89 დღე ავად იყო.
სულთან ახმედ მირზას ხზ. უბეიდულლაჰის ავადმყოფობის გამწვავების შესახებ როგორც კი გაუგია პარასკევ დილით სახელმწიფო მოღვაწეებთან ერთად მის მოსანახულებლად გზას გაუდგა და საღამო პირს ხ.ზ უბეიდულლაჰ ახრარი საბოლოოდ ნახა. გარდაცვალების შემდეგ მისი ცხედარი სემერყანდში გადაასვენეს. განბანვისა და ჯენაზე ნამაზის ლოცვის შემდეგ ქეფშირის რაიონში დაკრძალეს. მისი საფლავი დღესდღეობით სემერყანდშია.