ხააჯე სეიიდ ემირ ქილალ (ყ.ს)

სილსილეი საადათის მეთოთხმეტე რგოლი ხ.ზ სეიიდ ემირ ქილალია (ყ.ს), რომელიც ბუხარას სოფელ სუჰარაში დაიბადა. დაბადების ზუსტი თარიღი არ არის ცნობილი. გამომდინარე იქედან რომ გამომწვარი თიხისგან საგნების დამზადებით ირჩენდა თავს მას ქილალი დაარქვეს, რაც ქართულად მექოთნეს ნიშნავს. ის ხზ. ხუსეინის მხრიდან ჩვენი ფეიღამბრის შთამომავალია. მამის სახელი ემირ ჰამზაა.

დედა გადმოგვცემს:

“მასზე ფეხმძიმობის დროს თუ რაიმე საეჭვოს შევჭამდი მუცელში ძლიერ ტკივილს განვიცდიდი. როცა ეს მდგომარეობა რამოდენიმეჯერ განმეორდა, მივხვდი რომ ბავშვი რომელსაც მუცლით ვატარებდი იყო განსაკუთრებული. ამის შემდეგ ყოველ ლუკმას სიფრთხილით ვჭამდი და მის დაბადებას დიდი იმედით ველოდი.”

გარდაცვალება და საფლავი

ხზ. სეიიდ ემირ ქილალი (ყ.ს) ჰიჯრეთით 772 (მილადი 1370) წელს ჯემაზიელ ახირის თვის 8 რიცხვში ხუთშაბათ დღეს, სოფელ სუჰარაში გარდაიცვალა და იქვე დაიკრძალა. მისი საფლავი ბუხარას სოფელ ბაჰაუდდინის მახლობლად მდებარეობს