ხააჯე მუხამმედ ბაჰაუდდინ ნაქშიბენდი (ყ.ს)

სილსილეი საადათის მეთხუთმეტე რგოლი ხ.ზ ხაჯე მუხამმედ ბაჰაუდდინ ნაქშიბენდია (ყ.ს). რომლის ნამდვილი სახელიც მუხამმედ ბაჰაუდდინ შაჰი ნაქშიბენდ ელ უვეისი ელ ბუხარია. იგი ჰიჯრეთით 718 (მილადი 1318)წელს ბუხარას მახლობლად მდებარე სოფელ ქასრ-ი ჰინდუვანში დაიბადა. იგი სეიიდია. მისი წინაპარი ხ.ზ ჯაღფერი სადიყის მეშვეობით ხ.ზ ალის უკავშირდება. მისი ზედმეტსახელი “ბელა- გერდანი”-ა.

ცოდნის შეძენა და ირშადი (აღმზრდელობითი საქმიანობა).

ხააჯე მუხამმედ ბაჰაუდდინ ნაქშიბენდი (ყ.ს) ჯერ კიდევ პატარაობისას ხააჯე მუხამმედ ბაბა სემასმა (ყ.ს) სულიერ შვილად მიიღო. ხ.ზ შაჰ-ი ნაქშიბენდმა ამ გზისთვის დამახასიათებელი ზრდილობა მოკრძალებულობა ხ.ზ ჰაჯე სეიდ ემირ ქილალიდან (ყ.ს) მიიღო. ხზ. შაჰ-ი ნაქშიბენდი მისი სულიერი აღმზრდელია. იგი ხზ. ხააჯე აბდულხალიყი გუჯდუვანის სულიერებით აღიზარდა.

ხზ. შაჰი ნაქშიბენდი ხანეფი მეზჰებიდანაა. ხააჯეგანის რგოლში ხზ. ხააჯე მახმუდ ინჯირფაღნევიდან დაწყებული ხ.ზ სეიიდ ემირ ქილალამდე (ყ.ს) ზიქრი ხაფი (ალლაჰის გულით ხსენება) და ზიქრი ჯეჰრი( ხმამაღალი ზიქრი) გაერთიანებული იყო და ორივე ერთად კეთდებოდა. მათ სილსილეს რგოლში “ალანიუუნ”-ის სახით მოიხსენებენ.

ხ.ზ შაჰი ნაქშიბენდი, ხ.ზ აბდულჰალიყს სულიერად დაუკავშირდა. მისი ნებართვითა და ბრძანებით ზიქრი ჯეჰრი მიატოვა და ზიქრი ხაფით დაკავდა. ზიქრი ხაფიმ მოწაფეების-მიმდევრების გულებში დიდი გავლენა მოახდინა. ერთერთი გადმოცემის მიხედვით ხ.ზ შაჰი ნაქშიბენდის მამა მხატვარ-დეკორატორი იყო, მასაც პატარაობისას ეს პროფესია შეუსწავლია. შემდეგში კი მას ასეთი ილჰამი (შთაგონება)მოუვიდა: “შენ ამისთვის არ დაბადებულხარ და ეს არ გბრძანებია” ამის გამო ნაქში ზაჰირი(მხატვრობა)მიატოვა და ნაქში ხაყიყის (სულიერი სილსმაზის) გაფერადებით დაკავდა. რის გამოც ნაქშიბენდი ეწოდა. მიმყოლების-მოწაფეების გულების ალლაჰის სიყვარულით შემკობის გამო ეს ზედმეტ სახელი დაურქმევიათ.

ხზ. შაჰი ნაქშიბენდის მიმყოლებს ნაქშიბენდი, ამ გზას კი ნაქშიბენდის გზა ეწოდება.

ხზ. ემირ ქილალი ყველა მიმყოლის თანდასწრებით მას მიუბრუნდა და ასე უთხრა:

“შვილო ბაჰაუდდინ! ხზ. ხააჯე მუხამმედ ბაბა სემასის მიერ თქვენს შესახებ ჩემზე დაკისრებული მოვალეობა შევასრულე. მან ასე მითხრა: როგორც მე შენ აღგზარდე, შენც ჩემი შვილი ბაჰაუდდინი ისე აღზარდე. ეს საკითხი უნაკლოდ შეასრულე. მეც მისი ნათქვამი შევასრულე.”

ძვირფასი სიტყვები

ხზ. შაჰი ნაქშიბენდი ხ.ზ ფეიღამბრის (ს.ა.ვ) მიერ გადმოცემულ წმინდა ხადისს: “რაც არ გინდა ხალხმა ნახოს ის მარტო ყოფნის დროსაც არ გააკეთო!” ასეთნაირად განმარტავს: ჭეშმარიტ გზის მეგზურის მარტოდ ყოფნის დროსაც კი თავის, სიმრავლეში წარმოდგენაა საჭირო. ადამიანებთან ერთად ყოფნისას როგორც მოქმედებს მარტოდ ყოფნისასაც ისე უნდა იმოქმედოს.”

“ჩვენი გზა იშვიათად სანახველი გზებიდანაა. იგი მყარი რგოლია. ხ.ზ ფეიღამბრის ( ს.ა.ვ) სუნნეთზე ჩაჭიდებისა და ესხაბი ქირამის განვლილ გზის კვალდაკვალ მიყოლის გარდა სხვა არაფერია.”

“მეგობრის შეცოდმაზე თუ თვალს არ დახუჭავ, უმეგობროდ დარჩები” რადგან არცერთი ადამიანი უშეცდომო არ არის..”

გარდაცვალება და საფლავი

ხზ. ხააჯე ალაუდდინ ათთარი (ყ.ს) ბრძანებს: “ხზ. ხააჯე ნაქშიბენდის გარდაცვალების წინ იასინი სურას კითხვა დავიწყე. როდესაც შუამდე მივაღწიე იქაურობა (ნურით) განათდა. ქელიმეი თევჰიდის კითხვის შემდეგ გარდაიცვალა.”
ხ.ზ შაჰი ნაქშიბენდი ჰიჯრეთით 791 (მილადი 1389) წელს რებიულ ევველი თვის სამ რიცხვში ორშაბათ დღეს 74 წლის ასაკში სოფელ ქასრი ჰინდუვანში გარდაიცვალა და იქვე დაიკრძალა. მისი საფლავი ბუხარას სოფელ ბაჰაუდდინშია.