ხააჯე მუხამმედ ბაყიბილლაჰ (ყ.ს)

სილსილეი საადათის ოცდამეორე რგოლი ხზ. ხაჯე მუხამმედ ბაყიბილლაჰ (ყ.ს) რომელსაც ზედმეტსახელად ხაჯე ბირენგი შეარქვეს ჰიჯრეთით 971 (მილადი 1563) წელს ქაბულში დაიბადა.

მისი მამა ყადი აბდუსსელამია, დედა კი ხზ. ხუსეინის შთამომავლობიდან ერთერთი ძალზედ ხელგაშლილი დერვიშებზე მომსახურე მორწმუნე ქალბატონი იყო.

ძვირფასი თვისებები

მუხამმედ ბაყიბილლაჰ ღვთისმსახურებისა და მორჩილების საკითხებს დიდი ყურადღებით ეკიდებოდა. ყოველთვის ცოტას ჭამდა, ცოტა ეძინა და ცოტას საუბრობდა. ყოველ ღამით იასი ნამაზის (ძილისწინა ლოცვა) შემდეგ თეჰეჯჯუდ ნამაზის (შუაღამის ლოცვა) დრომდე ძვირფას ყურანს, შემდეგ კი იმსაქამდე ოცდაერთჯერ იასინის სურას კითხულობდა. იმსაქის შემდეგ დროის სწრაფად გასვლის გამო დამწუხრებული ამბობდა: ,,ეი ჩემო ღმერთო! ღამეები ასე ჩქარა როგორ გადის”-ო.

საჭმლის ჭამას დიდი სიფრთხილით ეკიდებოდა. თუკი საჩუქარი მიუვიდოდა სუნნეთიდან გამომდინარე უკან არ აბრუნებდა, მაგრამ აღებულს თავის სასარგელბოდ არ ხარჯავდა. საჭმლის გამკეთებელს აბდესით ყოფნას და კეთების პროცესში ამქვეყნიურ საკითხებზე საუბარს არ ურჩევდა. “სიმშვიდისა და სიფრთხილის არ მქონე ადამიანის მიერ მომზადებული საჭმლისგან ისეთი ორთქლი ამოვა რომ გულში შემავალი სინათლის კარებს დახურავს.” საქმეებს შორის ყოველთვის მნიშვნელოვანსა და საუკეთესოს არჩევდა. როგორც საეჭვო რამეების გაკეთებისგან, ასევე მუბაჰის ზედმეტისგან(ქმედება რომელსაც ცოდვა ან მადლი არ აქვს მაგ: ძილი, ჭამა)თავს იკავებდა.

გარდაცვალება და საფლავი

ჰიჯრეთით 1012 (მილად 1603) წელს რებიულაახირის 25 რიცხვში 40 წლის ასაკში გარდაიცვალა. დელიში ხ.ზ ფეიღამბრის მიერ ფეხის დადგმულ ადგილად ცნობილ “ყადემგაჰის” დასახლებაში დაიკრძალა.

როცა გარდაიცვალა ყველაზე ერთგულმა მოსწავლეებმა საფლავი გათხარეს. მაგრამ დასაფლავებისას ცხედარი უნებლიედ სხვა ადგილზე მიიტანეს. როცა თაბუთი დადეს გაახსენდათ რომ ხზ. მუხამმედ ბაყიბილლაჰი აქ ადრეც იყო მოსული, მას აქაურობა მოწონებია და ორი მუხლი ნამაზი ულოცავს და ტანსაცმელზე ამ ადგილის მიწა შეხებია. ამის შემდეგ ხზ. ბაყიბილლაჰმა ბრძანა: “აქაურმა მიწამ ჩემს სამოსს შეეხო.” მოსწავლეებმა მისი ეს ამბავი გაიხსენეს და საფლავი იქვე გათხარეს.