სილსილეი საადათის მეთექვსმეტე რგოლი ხზ. ხააჯე ალაუდდინ ათთარია (ყ.ს) რომლის ნამდვილი სახელი მუხამმედ ბინ მუხამმედ ელ ბუხარია. წარმოშობით ხარეზმიდანაა. მის მამას ხზ. ხააჯე მუხამმედს სამი ვაჟი ჰყავდა: ხააჯე შიჰაუდდინი, ხააჯე მუბარექი და ხააჯე ალაუდდინი. ხზ. ხააჯე ალაუდდინმა მამის გარდაცვალების შემდეგ მემკვიდრეობის წილი არ აიღო და ძმებს დაუტოვა. ბუხარას მედრესეებში განათლება მიიღო და იგი ცოდნით სხვებისგან გამოირჩეოდა.
ძვირფასი სიტყვები
“ამ გზაზე მიბაძვით შემსვლელი პიროვნება ერთ დღეს ჭეშმარიტებას რომ ჰპოვებს, ამის პასუხისმგებელი გავუხდები. ჩემმა ხოჯამ ბაჰაუდდინ ბუხარმა მეც მასზე მიბაძვა მიბრძანა. ყველაფერში რაშიც მას მივბაძე დადებით შედეგს მივაღწიე.
ხზ. შაჰი ნაქშიბენდი ბრძანებს: “ ღვთისმსახურება ათ ნაწილისგან შედგება, აქედან 9 ალალის მოპვების სურვილია.” ხზ. ალაუდდინ ათთარი (ყ.ს) ბრძანებს: “დღესდღეობით ვაჭორიბის შემდეგ ჰალალთან ყველაზე ახლო საქმე მიწათმოქმედებაა.”
“ალლაჰის საყვარელი ყულების სოჰბეთის მოსმენა გონების განვითარების მიზეზი გახდება.”
გარდაცვალება და საფლავი
ხზ ხააჯე ალაუდდინ ათთარი (ყ.ს) ავადმყოფობამდე 15 დღით ადრე, სიცოცხლესა და გარდაცვალებაზე საუბრობს და ასე ბრძანებს “მე საიქიოს მგზავრობას ვირჩევ, იქედან არ დავბრუნდები.” ჰიჯრეთით 802 რეჯების თვის ორ რიცხვში ხუთშაბათ დღეს ძლიერმა თავისა და წელის ტკივილიმა შეაწუხა.
რაც ტკივილი უფრო და უფრო ძლიერდებოდა “ჰელ მინ მეზიიდ?, ჰელ მინ მეზიიდ?(არის კიდევ მეტი?) ბრძანებდა და მის უსთაზის ხ.ზ შაჰი ნაქშიბენდის (ყ.ს) სულს ესაუბრებოდა.
ჰიჯრეთით 802 (მილადი 1400) რეჯების თვის 20 რიცხვში ოთხშაბათ ღამეს იათსი ნამაზის შემდეგ გარდაიცვალა. მისი საფლავი უზბეკეთის ქალაქ დენავშია.