ცხოვრება და მოღვაწეობა

ჰ.ზ. სულეიმან ჰილმი თუნაჰან ეფენდი (ყ.ს) 1888 (ჰიჯრეთით 1305) წელს, დღევანდელი ბულგარეთის საზღვრებს შორის მდებარე სილისტრეს ქალაქ რაზგრადში, სოფელ ფერჰათლარში დაიბადა.

მამა, ხოჯა ზაადე ოსმან ფევზი ეფენდიმ (1845-1928) სწავლა სტანბულში დაასრულა და სილისტრეში სათირლი და აჰმედ ფაშა მედრესეებში წლების განმავლობაში პროფესორ-ლექტორის თანამდებობაზე მუშაობდა. დედა ხატიჯე ხანუმია. ბაბუა კი “კაიმაკ“ ხააფიზი ზედმეტსახელით ცნობილი მაჰმუდ ეფენდია.

ხოჯა ზაადე სახელით ცნობილი ამ ძვირფასი ოჯახის წინაპარი, სეიდ იდრის ბატონს უკავშირდება. იდრის ბატონი კი ფათიხ სულთან მეჰმედ ხანის მიერ თუნას ტერიტორიის მმართველად დანიშნულა და ამასთან ერთად საკუთარ დაზე დაუქორწინებია. ხ.ზ. სულეიმან ეფენდის, მამის მსგავსად ხოჯა ზაადე შერქმეული გვარი გამოუყენებია და შემდეგში კანონის დაცვით “თუნაჰანი“ გვარი მიუღია.

მამა ოსმან ეფენდიმ, სტანბულში სწავლისას მეტად საყურადღებო სიზმარი ნახა. დაესიზმრა, რომ მისი სხეულის ნაწილი ცად ამაღლდა და განუმეორებელი სინათლე გაავრცელა მსოფლიოში. ეს სიზმარი ასეთნაირად ახსნა: მომავალში შვილი, რომელიც უნდა შეძენოდა სულიერად გაანათებდა სამყაროს.

სილისტრეში დაბრუნებისას დაქორწინდა და შეეძინა 4 შვილი: ფეჰმი, სულეიმან ჰილმი, იბრაჰიმი და ხალილი. დაიწყო ამ 4 შვილზე დაკვირვება. სიზმარში ნანახი განსაკუთრებული თვისებები კი სულეიმან ჰილმიში დაინახა. მისი სწავლა განათლებისათვის განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინა.

სწავლა-განათლების პერიოდი

ჰ.ზ. სულეიმან ეფენდიმ (ყ.ს.) დაწყებითი განათლება 1902 წელს სილისტრეს რუშდიეს სკოლაში მიიღო. იმავე წელს სილისტრეში “სათირლის მედრესეში “ არაბული ენის შესწავლა დაიწყო. შემდგომში ცოდნის გაღრმავებისათვის მამა ოსმან ეფენდიმ 1907 წელს სტანბულში გააგზავნა. გაგზავნისას კი ასეთი რჩევა დარიგება მისცა:

“შვილო! უსულუ ფიქჰის (ისლამის უმაღლესი კანონმდებლობა) მეცნიერებას თუ კარგად დაეუფლები რელიგიაში ძლიერი იქნები, მანტიკის (ლოგიკური ცოდნა, ფილოსოფია) მეცნიერებას თუ კარგად დაეუფლები ცოდნით ძლიერი იქნები.“

ხ.ზ. სულეიმან ეფენდიმ სტანბულში “ფაათიხის“ უმაღლესი სასწავლებლის პროფესორებიდან და იმ დროის ცნობილი აალიმებიდან ( სწავლულებიდან) ბაფრალი ახმედ ხამდი ეფენდის ლექციებზე დასწრებით სწავლა გააგრძელა. ამავე წლებში ფაათიხში არსებულ ხაფიზ ახმედ ფაშის მედრესაში დარჩა. ახმედ ხამდი ეფენდისაგან სრული განათლების მიღების შემდეგ პირველი ხარისხის დიპლომი აიღო.

1914 წლის ოქტომბრიდან ფუნქციონირებაში შესულ “დარულ ხილაფეთულ ალიეს“ მედრესეს ალიეს ფაკულტეტზე პირველ და მეორე კურსების გამოცდების ჩაბარებით სწავლა მე-3 კურსიდან გააგრძელა, რომელიც 1916 წელს წარმატებით დაასრულა.

1916 წლის 30 სექტემბერს ხადისისა და თეფსირის დარგში დოქტორანტურის გასავლელად “მუთეხასსისინ“-ის მედრესეს ფილიალში ჩაირიცხა. პირველი ორი წლის წარმატებით დასრულების შემდეგ 1918 წელს 20 კურსდამთავრებულთან ერთად შეიხულ ისლამის შეთავაზებითა და სულთან მეჰმედ ვაჰიდუდდინ ხანის თანხმობით აკადემიურ გამოცდაზე შესვლით პრიფესორის წოდება მიენიჭა.

1919 წლის 27 მაისს სულეიმან ეფენდიმ “სულეიმანიე“ მედრესეს თეფსირისა და ხადისის ფაკულტეტი საუკეთესო შედეგით დაასრულა.

თეფსირისა და ხადისის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ “მედრესეთულ ყუზათის“ (სამართლის ფაკულტეტის) მისაღები გამოცდები წარმატებით ჩააბარა. ეს წარმატება მამას წერილობით დიდი სიხარულით აცნობა. საპასუხოდ მამისგან ასეთი პასუხი მიიღო: “სულეიმან! მე შენ სტანბულში ჯოჯოხეთში წასვლისათვის არ გამიგზავნიხარ“. და ხზ. ფეიღამბრის (ს.ა.ვ.) ხადისი შეახსენა, რომელშიც იგი ბრძანებს: “სამი მოსამართლიდან ორი ჯოჯოხეთშია.“ (სუნენი თირმიზი)

ხზ. სულეიმან ეფენდიმ (ყ.ს.) მამას შემდეგნაირად უპასუხა: „არავითარ შემთხვევაში მოსამართლეობას ან ყადობას არ ვაპირებ, ჩემი მიზანი ამ პერიოდის მთელი მეცნიერებების შესწავლაა.“ 1923 წელს ყუზათის მედრესიდან სამართლის ფაკულტეტის დამთავრებით ყადობის წოდება მიიღო. აქედან გამომდინარე იმ პერიოდისათვის მას ჰქონდა უმაღლესი განათლება როგორც სულიერ ისე მატერიალურ მეცნიერებებში.

გარდაცვალება

ჰ.ზ. სულეიმან ჰილმი თუნაჰან ეფენდი 1959 წლის 16 სექტემბერს (ჰიჯრი 13 რებიულ ევველი 1379) ოთხშაბათ დღეს იქინდი ნამაზის შემდეგ 72 წლის ასაკში საკუთარ სახლში გარდაიცვალა.

სულეიმან ეფენდი რადგან ფათიხის მედრესის კურსდამთავრებული იყო შესაბამისად ფათიხის მეჩეთის მიმდებარე ტერიტორიაზე დაკრძალვისათვის ნებართვა აიღეს, მაგრამ იმ დროინდელი შინაგან საქმეთა მინისტრის ნაამიკ კედიკის წინააღმდეგობის გაწევის შედეგად კარაჯა ახმედის სახელობის სასაფლაოზე დაიკრძალა. შემდგომში 7 მარმარილოს სვეტზე აღმართული ღია გუმბათი გაუკეთეს.

დღეს მსოფლიოს ყველა მხრიდან მომსვლელი მორწმუნეები მის მონახულებას განაგრძობს.