სილსილეი საადათის მეორე რგოლი სახაბეებს შორის სახელგანთქმული და ცნობილი სელმანი ფარისია (რ.ა). ხზ ფეიღამბრის (ს.ა.ვ.) ძვირფასი სოხბეთების (ქადაგების) ნიადაგზე სულიერად უმაღლეს საფეხურს მიაღწია. ხზ ებუ ბექირთან (რ.ა) განსაკუთრებული კავშირი ჰოქნდა.
წარმოშობით ირანის ქალაქ ისპაჰანის მახლბლად მდებარე ერთ ერთი სოფლიდანაა. ქრისტიანობის მიღებამდე იგი ცეცხლთაყვანის მცემელი იყო მედინეში მოსვლის შემდეგ ისლამი მიიღო და ეჰლი ბეითის (ხ.ზ ფეიღამბრის ახლობლები) რიგებში შევიდა. ისლამის მიღებმადე “მაბეჰი”ერქვა ისლმის შემდეგ კი ხზ ფეიღამბერმა “სელმანი” დაარქვა და ებუ დერდას (რ.ა) დაუძმობილა.
ძვირფასი სიტყვები
“სამი რამ რაზეც ყოველთვის მეცინება”
- ადამიანზე, რომელიც მიუხედავად იმისა რომ სიკვდილის შვილია მაინც ამქვეყნიურისთვის ბრძლობს.
- უყურადღებო ადამიანზე რომელსაც განკითხვის დღე ელოდება
- ადამიანზე რომელმაც არ იცის ხზ. ალლაჰი მისგნა კმაყოფილია თუ არა და მაინც ხარხარებს.
“სამი რამ რაზეც ყოველთვის მეტირება”
- ხზ. ფეისრამბერისა და ესხაბისგან შორს ყოფნა
- სიკვდილის შემდეგ გაცოცხლებისას არსებული შიშისგან
- ჯენნეთსა თუ ჯეჰენნემში წასვლის არ ცოდნის მდგომარეობით ალლაჰის წინაშე ლოდინისგან.
სიკვდილი და საფლავი
ხზ. სელმანი ფარისი დიდი ხნის სიცოცხლის შემდეგ ხზ ოსმანის მმართველობის დროში ავად გახდა. ჰიჯრეთის 33-ე (მილადი 654) წელს 250 წლის ასაკში მედაინში გარდაიცვალა.
ოსმალეთის მმართველობისას უდიდესი მნიშვნელობის მატარებელი ხზ სელმანი ფაარისის საფლავი მეოთხე მურად ხანის მიერ იქნა აღდგენილი.
ამ საფლავის გარშემო მყოფ დასახლებას რომელიც დროთა განმავლობაში ჩამოყალიბდა “სელმანი ფააქი” ეწოდა.
მისი საფლავი ერაყში ბაღდადის მახლობლად მდებარე ქალაქ მედაინშია. სახაბეებიდან ჰუზეიფეთუბნულ- იემანის (რ.ა) საფლავიც მისი საფლავის გვერდითაა.