სილსილეი საადათის ოცდამეერთე რგოლი ხზ. ხააჯე დერვიშ მეჰმედის შვილი ხზ. მევლანაა მუხამმედ ხაჯეგი ემქენგი ესსემერყანდია. მისი ნამდვილი სახელი აბდულ ბააყია. იგი ჰიჯრეთით 918 (მილადი 1512) წელს დაიბადა. სემერყანდის ემქენგის დასახლებაში ცხოვრების გამო მას ზედმეტსახელად ემქენგი ეწოდა.
გარდაცვალება და საფლავი
ხზ. მევლანაა მუხამმედ ხაჯეგი ემქენგი (ყ.ს) ჰიჯრეთით 1010 (მილადი 1602) წელს 90 წლის ასაკში ემქენგის სოფელში გარდაიცვალა და იქვე დაიკრძალა. მისი საფლავი უზბეკეთში კასკადერიას რაიონში ქითაბის დასახლებაში სოფელ სარიასში მდებარეობს.