სილსილეი საადათის ოცდამესამე რგოლი ხზ. იმამი რაბბანია (ყ.ს) ჰიჯრეთით 971 (მილადი 1564) წელს აშურა დღეს ინდოეთის ქალაქ სერჰენდში დაიბადა. მისი სახელი ახმედი, მამის სახელი აბდულეჰად, ბაბუა ზეინელაბიდინია. ზედმეტსახელად ბედრუდდინია, ყოველდღიურად გამოყენებული სახელი კი ებულბერექაათია. მისი წინაპარი ხ.ზ ომერს უკავშირდება.
ხზ. მუხამმედ ბაყიბილლაჰმა მას “იმამი რაბბანი” სახელი უწოდა და უმეტესად ამ სახელით არის ცნობილი. ჰიჯრეთის მეორე ათასწლეულის განმაახლებელია, რის გამოც მას “მუჯედდიდი ელფი სანი” ეწოდა, ეს წოდება პირველად ინდოეთის სწავლულებიდან ხზ. აბდულჰააქიმ სიალქუთმა მიანიჭა. ისლამის კანონებისა და თასავვუფის გაერთიანების გამო გ “სილა” (გამაერთიანებელი)სახელი დაერქვა. ხზ. ომერის შთამომავლებიდან ყოფნის გამო “ფარუყი” ხოლო ქალაქ სერჰენდიდან ყოფნის გამო “სერჰენდი “ დაერქვა. ყველა ამ მახასიათებლებთან ერთად იმამი რაბბანი მუჯედდიდი ელფი სანი აჰმედ ფარუყი სერჰენდია (ყ.ს). იგი ხანეფი მეზჰებიდან იყო.
ძვირფასი სიტყვები
“ხზ. ალლაჰმა ყიამეთის დღემდე ჩვენს სილსილეს წრეში შემსვლელი მურიდების(მიმყოლების) სახელები მაცნობა. ჩემი ეს კავშირი მორალური შვილების მეშვეობით ყიამეთის დღემდე გაგრძელდება. იმამი მეჰდიც ამ კავშირის მიხედვით იმოქმედებს.
“ვინც ამ გზას იპოვის და მის წესებს არ მიჰყვება, ბიდღათს შემოიტანს ამით ბევრ რამეს დაკარგავს, დაზარალდება.”
“მე ასე მეცნო: შენზე ნაბოძები ეს განსაკუთრებულობა და სრულყოფილება მეჰდი ალეიჰისსელამის მოსვლამდე სხვა არავის ებოძება.
ადამიანმა ცაში ფრენაც რომ შეძლოს ან თუნდაც წყალზე გაიაროს, მაგრამ მუსთეხაბებიდან ერთიც რომ გამოტოვოს ამ წრეში მას არავითარი ფასი აღარ დარჩება.
ხზ. იმამი რაბბანის წერილებიდან
გულწრფელად შესრულებული ნამაზი
ნამაზი მორწმუნის მირაჯია(ამაღლებაა) და მისი შესრულებისათვის ყველა ორგანოს კარგად გასუფთავება (აბდესის აღება) და ნიეთის გაკეთებაა საჭირო.
ფარძი ნამაზის ჯგუფურად ლოცვაზე ყურადღების გამახვილება და უფრო მეტიც იმამთან ერთად თექბირის აღება საჭიროებს. გავლილი ნამაზის შესაფერის დროს ლოცვა და ყირაათის (ყურანის კითხვა) სუნნეთის მიხედვით შესრულებაა საჭირო.
რუქუსა და სეჯდეს დროს თადილი ერქანზე ყურადღების გამახვილება (ე.ი. ლოცვისას ყოველგვარი მოძრაობის სრულყოფილად შესრულება)
რუქუდან გასწორების შემდეგ და ორ სეჯდეს შორის მოცდაა საჭირო.
რუქუსა და სეჯდეს დროს საკითხავი თესბიხების სულ ცოტა სამჯერ (7 ან 11-ჯერ) კითხვა საჭიროებს. იმამმა თესბიხების რაოდენობა მიმყოლების მდგომარეობის მიხედვით უნდა შეარჩიოს. მარტოდ ლოცვის შემთხვევაში სამზე არ უნდა გაჩერდეს და ხუთჯერ ან შვიდჯერ უნდა იკითხოს.
სეჯდეზე წასვლისას ჯერ მუხლებს, შემდეგ ხელებს, შემდეგ კი ცხვირსა და შუბლს შეახებს. ადგომისას კი ანალოგიური თანმიმდევრობით გასწორდება (შუბლი, ცხვირი, ხელი, მუხლი).
ყიამის დროს (ფეხზე დგომა) სეჯდეს ადგილზე, რუქუს დროს (წელში მოხრა) ფეხის თითებზე, სეჯდეს დროს კი ცხვირის ორივე მხარეს შეხედვა საჭიროებს. როგორც ხზ. ფეიღამბერი გადმოგვცემს ნამაზის მლოცველმა ადამიანმა თვალებით ზემოხსენებულ ადგილებზე უნდა უყუროს და სხვა მხარეს არ უნდა გაიხედოს, თუკი ასე მოიქცევა ნამაზი გულისყურითა და სრულყოფილად შესრულებულად ჩაეთვლება.
რუქუს დროს ხელის თითების გაშლა, ხოლო სეჯდეს დროს შეერთება სუნნეთია. გამომდინარე იქიდან რომ ამ ქმედებას დიდი სარგებელი აქვს, ხზ. ფეიღამბერმა ამიტომ ასეთნაირად შესრულება გვირჩია. ჩვენთვის ხზ. ფეიღამბერზე (ს.ა.ვ) მიყოლის ტოლფასი სხვა სარგებლობა არარსებობს.”
ხანმოკლე ცხოვრების კარგად გამოყენება
ჭკვიანმა და გონიერმა ადამიანმა მასზე მიცემული ამქვეყნიური ცხოვრების ეს მოკლე დრო ხზ. ალლაჰის კმაყოფილების მოსაპოვებელი ქმედებებით უნდა გაატაროს. რა ფასი აქვს ისეთ ცხოვრებას თუ კი ადამიანი თავის ნამოქმედარით ხზ. ალლაჰის კმაყოფილებას ვერ მოიპოვებს? ხზ. ალლაჰი ყველაფერს ხედავს და იცის. ამიტომ ხზ. ალლაჰის მიმართ რიდია საჭირო. ადამიანი იმის ფიქრში რომ ვინმე დაინახავს რაიმე ცუდსა და უმსგავსო საქმეს აღარ გაკეთებს, რადგან მას არ სურს სხვების ამ მისი ცუდისა და უმსგავსო ნამოქმედარის დანახვა.
რა დიდი სიმდიდრეა რომ ხზ. ალლაჰი ყველაფერს ხედავს და აკონტროლებს, მაგრამ ადამიანების დიდ ნაწილს ამ ყველაფრის ცოდნის მიუხედავად მისი მაინც არ ეშინიათ, არ დარდობენ და ბრძანებებს თავზე არ იღებენ. ეს როგორი მუსლიმანობაა რომ მათთვის ადამიანების მიმართ არსებული რიდი ხზ. ალლაჰის მიმართ არსებულ რიდზე მაღლა დგას. შევეფარები ალლაჰს ეშმაკის ცუდი მოთხოვნილებებისა და უმსგავსო ქმედებებისაგან.
,,ლაილაჰეილლელლაჰ-ის თქმით რწმენა განაახლეთ” ხადისიდან გამომდინარე ყოველთვის ამ სიტყვებით რწმენის განახლება საჭიროებს. ყველა ჩადენილი ცოდვისგან ალლაჰის მხრიდან პატიების მოთხოვნა და იმ ცოდვებზე განრიდებაა საჭირო, რადგან შემდეგში პატიების მოთხოვნის შესაძლებლობა გვექნება თუ არა არ ვიცით. ,,შემდეგში შევასრულებ მთქმელები განადგურდნენ” – სიტყვები ხზ.ფეიღამბრის ხადისი შერიფია.
მოცემული შესაძლებლობის განძად მიჩნევა და ალლაჰის კმაყოფილების მოპოვებისთვის გამოყენებაა საჭირო.
მონანიების მიღება (ყაბულობა) ხზ. ალლაჰის წყალობით არის.
ხზ. ალლაჰისგან და შარიათში მაღალ საფეხურზე მყოფ ჭეშმარიტი სამყაროს დერვიშებისგან მუდმივად დახმარების თხოვნაა საჭირო მანამდე სანამ ალლაჰის დახმარება არ იქნება
გარდაცვალება და საფლავი
ხზ. იმამი რაბბანი ჰიჯრეთით 1034 (მილადით 1624) წელს საფერის თვის 28 რიცხვში 63 წლის ასაკში ქ.სერჰენდში გარდაიცვალა. მისი საფლავი ინდოეთში, პენჯაბის რაიონის ქ. სერჰენდშია.