ეშ-შეიჰ მაზჰარ იიშან ჯაანი ჯანანი (ყ.ს)

სილსილეი საადათის ოცდამეთერთმეტე რგოლი ხზ. შეიჰ მაზჰარ იიშან ჯაანი ჯანანია (ყ.ს) იგი ხზ. აჰმედ საიდის (ყ.ს) უმცროსი შვილია. ჰიჯრეთით 1248 (მილადი 1832) წელს ჯემაზიელ ევველის თვის 3 რიცხვში ქალაქ დელიში დაიბადა. მისმა ბაბუამ ხზ. შეიხ ებუ საიდმა მას მაზჰარი მუხამმედი დაარქვა.

ძვირფასი სიტყვები

საქმეების ხზ. ალლაჰზე მინდობა, ყოველი მოვლენის ალლაჰის მიერობაზე დაჯერება, მის მიერ მოვლენილზე “რატომ? რისთვის? “მსგავსად კითხვების დასმა და შეწინააღმდეგება არ შეიძლება. ალლაჰის მიერ ნაბოძები ნიღმეთის (წყალობის) გახსენება და ამით რწმენის გამტკიცება, მისი უსასრულო განძის გახსენება, თავისი თავიდან და გაჩენილებიდან იმედის მოწყვეტა და მხოლოდ ხ.ზ ალლაჰის იმედით ყოფნაა საჭირო, ლამაზი ცხოვრების არსი სწორედ ეს არის.”

“მურიდი, ალლაჰის გარდა სხვა ყველაფრის მიტოვებით და მის კანონების წინაშე როგორც გარდაცვლილი განმბანველის ხელშია მორჩილი ისეთი მორჩილებით ალლაჰის კმაყოფილებას და მასთან სიახლოვეს ითხოვს.”

გარდაცვალება და საფლავი

ჰიჯრეთით 1301 (მილადი 1883) წელს მუხარრემის თვის 12 რიცხვში მუცლის ტკივილით გარდაიცვალა. დილით უამრავმა ხალხმა მისი ჯენაზე ილოცა. იგი ჯენნეთულ ბააყის სასაფლაოზე მამის ხზ. აჰმედ საიდის (ყ.ს) საფლავის გვერდითაა დაკრძალული.