სილსილეი საადათის ოცდამეცხრე რგოლი ხზ. შეიხ ებუ საიდია (ყ.ს) ჰიჯრეთით 1196 (მილადი 1782)წელს ზილყადეს თვის 2 რიცხვში ინდოეთის ქალაქ რამფურის რაიონში მუსტაფააბადში დაიბადა. მისი წინაპარი ხზ. იმამი რაბბანს უკავშირდება. მამის სახელი შეიხ საფიუულ ყადრია.
გარდაცვალება და საფლავი
დიდი წარმატების შემდეგ მედინეი მუნევვერედან სამშობლოში დასაბრუნებლად გზას გაუდგა. ქ.ლექნევში როცა მივიდა მძიმედ ავად გახდა. ჰიჯრეთით 1250 (მილადი 1835) წელს რამაზან ბაირამის დღეს გარდაცვალებამდე რამოდენიმე ხნით ადრე მგზავრობისას განუწყვეტლივ მის გვერდით მყოფ თავის შუათანა შვილს აბდულგანის ურჩია ხზ.ფეიღამბრის სუნნეთს ჩაჭიდებოდა და ამქვეყნიური სიამოვნებისგან თავი შორს დაეკავა. თუკი ამქვეყნიურ სიამოვნებასა და ცდუნებას აყვები დამცირებული იქნები – ბრძანა.
შემდეგ ,,რომელი ლოცვის დროა?” იკითხა მევლევი ჰაბიბულლაჰმა უპასუხა “მუბაჰის დროში ვართ, შეგიძლიათ ნამაზი ილოცოთ” ხზ. ებუ საიდმა მთელი ღამე ლოცვაში გაატარა. შუადღის ლოცვის შემდეგ იასნისი სურას კითხვა მოისურვა. იასინის სურა სამჯერ მოისმინა. კარგი, ძალიან ცოტა დარჩა, ბრძანა და ქელიმეი შეჰადეთის (სიტყვით დამოწმება) კითხვა დაიწყო. ჰიჯრეთით 1250 (მილადი 1835) წელს რამაზან ბაირამის დღეს შუადღისა და სამხრობის ლოცვის დროებს შორის გარდაიცვალა. მევლევი ხაბიბულლაჰმა და იქ მყოფებმა იგი განბანეს. მისი ჯანაზა ყადი ხალილურრახმანმა ალოცა. ორმოცდღიანი მგზავრობის შემდეგ მისი კუბო ქალაქ დელისში მიიტანეს. დაკრძალვისას როცა თაბუთი გახსნეს ნახეს რომ სხეულს არაფერი მოსვლოდა და ახალგარდაცვლილის მსგავსად გამოიყურებოდა. ქვეშ დაგებული ბამბაც სასიამოვნო სურნელს აფრქვევდა. მისი საფლავი ქალაქ დელისში თავისი უსთააზის ხზ. აბდულლაჰ დეჰლევის საფლავის გვერდითაა. გარდაცვალებისას მის საფლავს შემდეგი წარწერა გაუკეთეს: “ხზ. ალლაჰმა გაანათოს მისი საფლავი”