ეშ-შეიხ შემსუდდინ ჰაბიბულლაჰ (ყ.ს)

სილსილეი საადათის ოცდამეშვიდე რგოლი ხზ. მევლანა შემსუდდინ ხაბიბულლაჰია (ყ.ს). ჰიჯრეთით 1111 (მილადი 1700) წელს რამაზნის თვის 11 რიცხვში ან სხვა გადმოცემით ჰიჯრეთით 1113 წელს პარასკევ დღეს დაიბადა. მისი ნამდვილი სახელია მირზა (ან მაზჰარი) ჯანი ჯანანია. მისი წინაპარი ხზ. მუხამმედ ბინ ხანეფის გავლით ხზ. ალის უერთდება. მისი წინაპრები სახელმწიფო მოღვაწეები იყვნენ, რომლებიც ზრდილობით, სულგრძელობით, სამართლიანობით, სიმამაცით, ხელგაშლილობითა და რწმენის სიმტკიცით გამოირჩეოდნენ. მამა ხზ. მირზა ჯანი იყო, რომელმაც სახელმწიფო მოღვაწეობა დატოვა და გლეხობა არჩია, ქონება კი რაც კი გააჩნდა ღმერთის კმაყოფილებისათვის გაჭირვებულებსა და უბრალო ადამიანებს დაურიგა.

ძვირფასი სიტყვები

,,ხზ. ალლაჰი, ხზ. ფეიღამბერი და ფეიღამბრის მიერ ღმერთისგან გამოგზავნილი საკითხები ვირწმუნე; მათ მიერ მოწონებული საკითხები მეც მოვიწონე, მოუწონარს კი განვერიდე” – თქმა, სრულყოფილი რწმენის არსებობას ნიშნავს და ეს პიროვნების გადარჩენისათვის საკმარისია.

ადამიანის მიერ ღმერთის საყვარელი პიროვნებების დაფასება და მათი სიყვარული საჭიროებს. ერთი პიროვნების მიერ თავისი მურშიდის სხვა მურშიდზე მეტად შეყვარება, თავისი მურშიდის მიმართ დიდი სიყვარულისა და პატივისცემის გამოვლინებაა, რადგან იგი მისგან სულიერ დახმარებას იღებს და სარგებელს ნახულობს.

გარდაცვალება და საფლავი

ჰიჯრეთით 1195 (მილადით 1781) წელს მუხარრემის თვის 7 რიცხვში ოთხშაბათ საღამოს ხზ. შემსუდდინთან სამი მეჯუსი (ცეცხლთაყვანისმცემელი) მივიდა. მოსამსახურემ ხზ.მევლანას ნებართვით ისინი სახლში შეიპატიჟა. როდესაც ხზ.მევლანას წინაშე წარსდგნენ სტუმრებიდან ერთერთმა ,,მირზა ჯანი ჯანანი შენ ხარ?” -ჰკითხა. მანაც დიახ მე ვარ უპასუხა, სტუმარს გვერდით მდგომმაც ,,მირზა ჯანი ჯანანი ეს არის” – დაუდასტურა. სტუმარმა ამოიღო ხანჯალი და გულთან ახლოს სასიკვდილოდ დაჭრა.

სამი დღის შემდეგ აშურა დღეს, ჯუმა საღამოს უკანასკნელად ორ სამჯერ ღრმად ამოისუნთქა და შეჰიდი გახდა. იგი ინდოეთის დედაქალაქ დელიშია დაკრძალული.