სილსილეი საადათის ოცდამეთორმეტე რგოლი ხ.ზ სელაჰუდდინ იბნი მევლანა სირაჯუდდინია(ყ.ს) რომელიც ყირგიზეთის ქალაქ ოშ-იდანაა. ლექსში გამოყენებული სიტყვა “სააყიბ”-დან (ბრწყინვალე) გამომდინარე მას ფსევდონიმი სელაჰუდდინ სააყიბის სახელით ცნობენ. მისი მამა ხ.ზ მევლანა სირაჯუდდინია ჰიჯრეთით 1296 (მილადი 1879) მისი ბაბუა მუჰამმედ ოშია (გარდაცვალება ჰიჯრეთი 1271 მილადი 1854-55) მისი დიდი ბაბუა კი ცნობილი მელექსე ჰოჯა ნაზარ ჰუვეიდაი ჩიმიანია (გარდაცვალება: 1195/1781) ამის შემდეგი წინაპარი: ღაიბ ნაზარი, ერ ნაზარი, თულექ მუჰამმედი სუფი, შეიხად წოდებული ქულ სულეიმანია.
ხ.ზ სალაჰუდდინი, 1838 წელს ქალაქ ოშში დაიბადა. იგი თავის ნაწარმოებში (ოშიდან წარმომავლობას) განსაკუთრებულად ხაზს უსვამს.
გარდაცვალება და საფლავი
ჰიჯაზიდან დაბრუნების შემდეგ, მოკლე დროში ჰიჯრეთით 1328 (მილადი 1910) წელს ქალაქ ოშში გარდაიცვალა. მისი საფლავი ყირგიზეთის ქალაქ ოშში შარქის დასახლებაში შემაღლებულ ადგილზე მყოფ სერმეზარის სასაფლაოსთან მდებარეობს. მის საფლავზე არსებული თურბე (აკლდამა) 1940 წელს კომუნისტების მიერ იქნა დანგრეული, მალევე მოხდა მისი რესტავრაცია. გარდაცვალებისას სპარსულად: მესქენუ მავაი მაიან შუდ ბეჰიშთ (ჩვენი მარადიული სამყოფელი სამოთხე გახდა) სიტყვები მიეძღვნა. ასევე უზბეკეთის ქალაქ კოკანდის ცნობილი პოეტი პატივცემული ჰაჯი მუჰიი ბრძნაბა: “ვაასილი ჰააყ ჯენნეთ-მეაბ სააყიბ”(სააყიბი ალლაჰს ეწვია, საცხოვრებელი კი სამოთხეში დაიმკვიდრა) სიტყვები მიუძღვნა. გარდაცვალებისას მესამე ლექსი რომელიც მიუძღვნეს: ბილინგ თარიჰი შეიხ სააყიბ “ბე-მაღფურ”
(იცოდეთ რომ შეიხ სააყიბზე მიძღვნილი “ბე-მაღფურ” დიდი წყალობაა)