სილსილეი საადათის ოცდამეოთხე რგოლი იმამი რაბბანის მესამე შვილი ხზ. მუხამმედ მაასუმია (ყ.ს) იმამი რაბბანის შემდეგ ირშადის(სულიერი აღმზრდელობითი) დავალება გაუგრძელებია.
ხზ. მუხამმედ მაასუმის ზედმეტსახელი მეჯდუდდინია, იგი ურვეთულ ვუსყა-ს (მყარი ჩასაჭიდი) სახელით არის ცნობილი. ჰიჯრეთით 1007 (მილადი 1598) წელს შევვალის თვის 11 რიცხვში ქალაქ სერჰენდიდან 3 კმ-ს მოშორებით მდებარე მულქი ჰაიდარში დაიბადა. მამამ ხზ. იმამი რაბბანმა თავისი შვილის ხზ. მუხამმედ მასუმის დაბადებისას განაცხადა რომ იგი მათთვის სიუხვის და სიძვირფასის მომტანი იქნებოდა. იმიტომ რომ მისი დაბადებიდან რამოდენიმე თვის შემდეგ იმამი რაბბანს ხზ. მუხამმედ ბაყიბილლაჰი უნახავს და მას სულიერად დაკავშირებია, იგი მის მიერ მოპოვებულ ცოდნა-განათლებას ამ შეხვედრას უკავშირებს.
გარდაცვალება და საფლავი
ერთ დღეს როდესაც სრულიად ჯანმრთელი იყო და მიშყათულ მესაბიხ ხადისების კრებულიდან მოსწავლეებს გაგკვეთილს უხსნიდა, მოულოდნელად ფეხში უდიდესი ტკივილი იგრძნო შემდეგ კი ტკივილმა მთელი სხეული მოიცვა. ამ ტკივილების მიუხედავად ის მოთმინებით ღვთისმსახურებას აგრძელებდა. სერჰენდში ღვთის მსახურებისთვის განდეგილად მცხოვრებ ადამიანებს წერილი გაუგზავნა და სთხოვა: “მუჰამმედ მასუმის ცხოვრების ბოლო ჟამი მოახლოებულია, მისი ამ ქვეყნიდან იმანით წასვლისთვის ხზ. ალლაჰს შეევედრეთ.”
ჰიჯრეთით 1079 (მილადი 1668) წელს რებიულევველ თვის 9 რიცხვში შუადღის ლოცვის დროს გარდაიცვალა. დაკრძალვისას ძლიერ გაწვიმდა, თითქოს ცაც კი ტიროდა. მისი საფლავი მამის, ხზ. იმამი რაბბანის საფლავთან ახლოს არის. მის მიერ აღზრდილმა ბაბურის მართველმა “ევრენგზიბ ალმეგირმა” მისი საფლავზე დიდი თურბე (აკლდამა) გააკეთებინა. მისი სამი ვაჟის საფლავიც იქვეა. მისი საფლავი ინდოეთში ფენჯაბის რაიონზე დაკავშირებულ ქალაქ სერჰენდშია. მის შემდეგ მურშიდობის (სულიერი აღმზრდელობითი) დავალება მეხუთე შვილს ხზ. შეიჰ სეიფუდდინ არიფს (ყ.ს) გაუგრძელებია.