სილსილეი საადათის მეშვიდე რგოლი ირანის ქალაქ ტუსის ფარმედის რაიონიდან მყოფი ხზ. ებუ ალი ფარმედია (ყ.ს). მისი ზუსტი სახელი ფაზლ ბინ მუხამმედია. იგი ჰიჯრეთით 407 (მილადი 1016) წელს დაიბადა.
მომსახურების ჯილდო
ერთ დღეს მისი აღმზრდელი იმამი ებულ- ყასიმ ელ-ქუშეირი (ყ.ს) აბანოში შევიდა. ებუ ალი ფარმედმა თხოვნის გარეშე მისთვის საჭირო რაოდენობის წყალი აბანოში მიუტანა. აბანოდან გამოსვლისა და ლოცვის შემდეგ იკითხა “წყალი ვინ მოიტანა“-ო. ებუ ალი ფარმედმა გაიფიქრა “ნეტავ ზრდილობის შეუსაბამო რაიმე ხომ არ ჩავიდინე”-ო და გაჩუმდა მაგრამ მესამედ კითხვის შემდეგ: “მე მოვიტანე პატივცემულო” უპასუხა. ხოჯამ: “ეი ებუ ალი, ის რაც მე 70 წლის განმავლობაში მოვიპოვე, შენ მისი მოპოვება ერთი ვედრო წყლის მოტანით შეძელი”-ო ბრძანა.
გარდაცვალება და საფლავი
ჰიჯრეთით 477 (მილადი 1084) წელს რებიულევველის თვეში 70 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი საფლავი ქალაქ “ტუსშია”.