სილსილეისადათის ოცდამერვე რგოლი ხზ. აბდულლაჰი დეჰლევია, რომელიც ჰიჯრეთით 1158 (მილადით 1745) წელს, ინდოეთში პენჯაბის რაიონის ტებალეს დასახლებაში დაიბადა. მისი წინაპარი ხზ.ალის უკავშირდება.
ძვირფასი სიტყვები
فَقِر (გაჭირვება) არაბული სიტყვაა, რომელშიც მასში არსებული (ფყრ) ასობგერების მიხედვით ეს სამი მნიშვნელობა იგულისხმება.
- فَقىٰ უქონლობა
- قنَعَة მცირედით დაკმაყოფილება
- رِياضة მადლიერების გამოხატვა.
თუკი ადამიანი ამ სამ რამეზე კმაყოფილებას გამოხატავს ალლაჰი მას შემდეგი სამი ჯილდოთი დააჯილდოვებს, (რომელიც ისევ ამ ასობგერებიდან გამომდინარეობს)
- فضل სიძვირფასე
- كربة მასთან სიახლოვე
- رحمة წყალობა
წინააღმდეგ შემთხვევაში (ე.ი. თუკი ზემოხსენებულ სამ რამეს არ დაჯერდება) ალლაჰი მას შემდეგი სამი რამით დასჯის
- فضحة ზნედაცემულობა
- قهر განადგურება
- rezillik შერცხვენა.
ერთ დღეს საეჭვო რამ მივირთვი, ხზ. შემსუდდინ ჰაბიბულლაჰი დავინახე მან ნაჭამის ღებინება მიბრძანა და ასე მითხრა ,,ყველა ადგილზე საკვების მირთმევა არ შეიძლება”.
ავადმყოფობა, გარდაცვალება და საფლავი
ხზ. აბდულლაჰ დეჰლევს როცა სასიკვდილო ავადმყოფობა გაუძლიერდა ლექნევში მცხოვრებ ხზ. ებუ საიდს თავისთან მისვლა და მისი ადგილის დაკავება სთხოვა. ხზ. ებუ საიდმა ოჯახი დატოვა და სასწრაფოდ მოვიდა. როცა მის წინაშე მოვიდა ხზ. აბდულლაჰმა ირშადის (სულიერი აღმზრდელობითი) დავალება მისცა.
ავადმყოფობის ყოველ მატებასთან ერთად შემდეგ რჩევებს გვაძლევდა: ღვთისმსახურების გაგრძელება, ზრდილობიანად ყოფნა, კავშირის გაძლიერება, კარგი ურთიერთობების დამყარება, ალლაჰისგან მოვლენილ უბედურებისას: “ასე რატომ მოხდა?” ან “ასე ყოფილიყო-ს” მსგავსი სიტყვებით არ შეწინააღმდეგება, მუსლიმან ძმასთან ყოფნის მცდელობა, ღვთისმსახურებისთვის განმარტოება, არსებულით დაკმაყოფილება, კამყოფილების გამოხატვა, ალლაჰზე მორჩილება და დამოკიდებულება. ამ რჩევებს როგორც კალმით წერდა ისე სიტყვიერად გვიხსნიდა.
ჰიჯრეთით 1240 (მილადი 1824) წელს საფერის თვის 22 რიცხვში ორშაბათ დღეს მზის ამოსვლის შემდეგ თავისი მოსწავლის ხზ. ებუ საიდის მასთან მისვლა ისურვა, მუხლებზე იჯდა, თავი ხზ. ებუ საიდის მკერდზე დადო და ასეთ მდგომარეობაში გარდაიცვალა. მისი ჯანაზა, რომელზეც უამრავი ადამიანი იყო მისული, ხზ. ებუ საიდმა ალოცა. იგი ქალაქ დელიში თავისი უსთაზის ხზ. შემსუდდინ ხაბიბულლაჰის გვერდით იქნა დაკარძალული.