სილსილეი საადათის მეხუთე რგოლი ხზ. ებუ იეზიდ ელ-ბესტამია, (ყ.ს) სახელი ტაიფური, ყოველდღიური სახელი ებუ იეზიდი, ზედმეტ სახელი სულთანულ არიფინი (სწავლულების სულთანი) , მამის სახელი კი ისაა. ჰიჯრეთით 188 (მილადი 803) წელს ირანის ჩრდ-ით კასპიის ზღვის მახლობლად მდებარე ქალაქ ბისტამში დაიბადა. ადემის და ალის სახით ორი ძმა ჰყავდა სამივე მათგანი ღვთისმსახურებით გამოირჩეოდნენ.ხზ .ბეიაზიდი სულიერი მემკვიდრეა.
ძვირფასი სიტყვები
მათ, ვინც ჭეშმარიტება მოიპოვეს ეს მოკრძალებითა და პატივისცემით შეძლეს, ხოლო მათ ვინც ჭეშმარიტება ვერ მოიპოვეს ეს უპატივცემულობით დაკარგეს.
როდესაც ერთი პიროვნება მოვიდა და მთხოვა, რომ “მასწავლე ისეთი რამ რაც ყოველთვის დამიცავს” მე ვუთხარი რომ თუ კი ეს ორი რამ გემახსოვრება მუდამ დაცული იქნები: ხზ .ალლაჰი შენ გიცნობს და შენს გაკეთებულს ხედავს.”
“როგორც შენს მიერ გაკეთებული ცოდვა შენვე დაგაზარალებს, ასევე შენს მიერ მუმინ ძმაზე დამამცირებლად შეხედვაც დაგაზარალებს.”
“ჩემთვის ‘ეს რატომ არ გააკეთე’თქმა უფრო სასიამოვნოა, ვიდრე “ეს რატომ გააკეთე” თქმა.
გარდაცვალება და საფლავი
ხზ .ბეიაზიდი ბესტამი (ყ.ს) ჰიჯრეთით 261 (მილადი 874) ან ჰიჯრეთით 264 (მილადი 877) წელს გარდაიცვალა. საფლავის ზუსტი მდებარეობა ცნობილი არ არის მაგრამ დიდი ვარაუდია რომ ბისტამში მდებარეობს.
ასევე ერთერთი ვარაუდის მიხედვით მისი საფლავი თურქეთის ქალაქ ჰათაიშია.