სილსილეი საადათის პირველი რგოლი ესხაბი ქირამიდან (ხზ. ფეიღამბრის თანმხლები) ყველაზე ძვირფასი ხზ. ებუ ბექირია (რ.ა) ის ხზ ფეიღამბერზე (ს.ა.ვ) ორი წლით უმცროსია. მამა ებუ ქუჰაფე (რ.ა) დედა კი საჰრას შვილი სელმაა (რ.ანჰა) მისი წინაპარი როგორც დედის ისე მამის მხრიდან ფეიღამბრის (ს.ა.ვ) წინაპარს (მურრეს დროს) უკავშირდება. ისლამამდელ პერიოდში მისი სახელი “აბდუ რაბბილ ქაბე” იყო, ხოლო ისლამის მიღების შემდეგ ხზ. ფეიღამბერმა (ს.ა.ვ) მას აბდულლაჰი დაარქვა.
ხზ. ებუ ბექირს (რ.ა) ყოველგვარი მტკიცებულების გარეშე ისლამის მიღებისა და ასევე მიღრაჯის (ცად ამაღლება) სასწაულის უყოყმანოდ დაჯერების გამო, ხზ. ფეიღამბერმა მას “სიდდიყი” (მართებული) უწოდა.
ისლამის მიღება და ადამიანების ისლამზე მოპატიჟება
როდესაც ხზ. ფეიღამბერი (ს.ა.ვ) ხალხს ისლამისკენ მოუწოდებდა, სწორედ ხზ. ებუ ბექირმა ყოველგვარი ყოყმანისა და ეჭვის გარეშე ისლამი მიიღო. ის ამ დროს 38 წლის იყო.
მამაკაცებიდან პირველი სწორედ ხ.ზ ებუ ბექირია, რომელმაც ხზ. მუხამმედ მუსტაფა (ს.ა.ვ) ფეიღამბრად სცნო და ისლამი მიიღო. ისლამის მიღების შემდეგ მან ბევრი ადამიანი მოიპატიჟა და გაამუსლიმანა, რომელთა შორის პირველ რიგში აღსანიშნავია აშერეი მობეშშერედან (სიცოცხლეშივე სამოთხით ნამახარობლები ათი პიროვნება) ხზ. ტალხა , ხზ ოსმანი და ხზ. ზუბეირ ბინ ავვამი (რ.ანჰუმ)
როდესაც ხზ. ფეიღამბერმა ს.ა.ვ ბრძანა: არავის გაღებულ ქონებას არ მოუცია იმდენი სარგებელი, რამდენიც ებუ ბექირის გაღებულმა ქონებამ მომცა. ამის გამგონე ხზ ებუ ბექირმა ტირილით, “ჩემს სიცოცხლესაც და ქონებასაც თქვენ შემოგწირავთ ეი ალლაჰის მოციქულო.”
ისლამის მიღებისას ორმოცი ათასი დირჰემის მქონე ხზ. ებუ ბექირს ხიჯრეთისას მხოლოდ ხუთი ათასი დარჩენოდა.
ისლამის მიღების გამო ურწმუნოების მხრიდან ნაწამები 7 მონა ფულით გამოისყიდა და მონობიდან გაათავისუფლა. ბილალი ხაბეში და ამირ ბინ ფუჰეირე (რ. ანჰუმა) ამ გათავისუფლებულთა შორის იყვნენ.
ხზ. ფეიღამბრის-ის (ს.ა.ვ) მიერ ხზ ებუ ბექირზე “ზიქრი ხაფის” ახსნა
ხზ. ებუ ბექირი როდესაც ჩვენს ფეიღამბერთან ერთად სევრის გამოქვაბულში იმყოფებოდა ურწმუნოების ფეხის ხმა მოესმა რამაც იგი ააფორიაქა და დაამწუხრა რადგან მას საკუთარ თავზე მეტად ხზ. ფეიღამბერი ადარდებდა და ეშინოდა მისთვის ზიანი არ მიეყენებინათ.
მისი ამ მდგომარეობის მომსწრე ხზ. ფეიღამბერმა ასე დაამშვიდა და გაამხნევა: “ნუ დამწუხრდები”. ამის მიუხედავად იგი მაინც ვერ დამშვიდდა და ხზ. ფეიღამბრის რჩევის გათვალისწინება გაუჭირდა რის გამოც ხზ. ფეიღამბერმა ასეთ მდგომარეობაში მყოფი ხზ ებუ ბექირი ასე დაამშვიდა “ნუ დამწუხრდები” მაგრამ ხ.ზ ებუ ბექირი მაინც ვერ მშვიდდებოდა, რადგან მუშრიქები ახლოს იყვნენ, ის კი გამოსავალს ვერ ხედავდა. ამის შემდეგ ისევ ხზ. ფეიღამბერმა “უეჭველად ალლაჰი ჩვენთანაა და ის ჩვენ დაგვიცავს” უთხრა და ამით მწუხარების განმდევნ “მაიეთულლაჰისკენ” (ხზ. ალლაჰის მათთან ერთად ყოფნის შესახებ ფიქრზე მიუთითა. რადგან ვინც ალლაჰის მასთან ერთად ყოფნაზე იფიქრებს მწუხარება არ ექნება).
ხზ ებუ ბექირმა ხ.ზ ფეიღამბერს ზემოთხსენებული “მაიეთის” საიდუმლოს შესახებ ჰკითხა. ხზ. ფეიღამბერმაც შემდეგნაირად განუმარტა: ამის საიდუმლოება გამუდმებით ხზ. ალლაჰის ხსენებით მასზე კავშირის დამყარებაშია.” ამის შემდეგ ხზ. ფეიღამბერმა ხზ. ებუ ბექირს მუხლებზე დაჯდომით და თვალების დახუჭვით ზიქრი ხაფი შეასწავლა. ხზ. ფეიღამბერმა გულში არსებული ალლაჰის ძალით მინიჭებული მთელი ცოდნა ხზ. ებუ ბექირსაც გულში ჩაუნერგა . რადგან ხზ. ებუ ბექირი ფეიღამბრობის საფეხურთან ყველაზე ახლოს მყოფი ,,სიდდიყიეთის ” საფეხურზე იმყოფებოდა
ხზ ებუ ბექირი მასზე მინიჭებულ ამ სულიერ ძალას და მასზე დაკისრებულ ამ მოვალეობას იმდენად გულმოდგინედ ასრულებდა რომ როდესაც ის საკუთარ სახლში ზიქრით იყო დაკავებული იმის ფიქრში რომ ეგრძნო ეს სულერი ძალა სუნთქვაც კი ეკვრებოდა.
ალლაჰის მიმართ სიყვარულის სხივით დაწული გული იმდენად სუნს გამოჰყოფდა, რომ მეზობლებს შემწვარი ქაბაბის სუნი ეგონათ, როცა ამის შესახებ ხზ. ფეიღამბერს (ს.ა.ვ.) აცნობეს, მან განუმარტა თუ სინამდვილეში რისი სუნი იყო.
საკითხები რომელშიც ხზ. ებუ ბექირი პირველი იყო:
> მამაკაცებს შორის პირველი მუსლიმანია,
> ყურანი ქერიმის აიათების პირველი შემკრები და “მუსხაფ” სახელის მწოდებელი,
> ისლამში პირველად “სიდდიყ, (სამართლიანი) ათიქ, (ჯოჯოხეთისგან გადარჩენილი) და ხალიფა” წოდების მქონე,
> სახელმწიფო ხაზინის სისტემის დამფუძნებელი,
- მთელი ქონების ხზ. ფეიღამბრისთვის გამღები
- პირველი ჰაჯობის ხელმძღვანელი.
საკითხები რომელშიც რასულულლაჰ (ს.ა.ვ.)-ის შემდეგ მეორე იყო
- ხზ. ფეიღამბრის მიერ ადამიანების ისლამზე მოპატიჟებისას მამაკაცებიდან პირველი ხზ. ებუ ბექირი იყო რომელმაც ისლამი მიიღო და შესაბამისად ხზ. ფეიღამბრის შემდეგ მეორე ადგილს იკავებს.
- ისლამზე ადამიანების დაპატიჟების თვალსაზრისით ხ.ზ. ფეიღამბრის შემდეგ რიგით მეორე ადგილს იკავებს.
- ხზ. ფეიღამბრის შემდეგ რიგით მეორე იმამი (წინამძღოლი) იყო.
- ხზ. ფეიღამბრის შემდეგ მის გვერდით დაკრძალული მეორე პიროვნებაა.
დაკრძალვისთვის ნებართვის აღება
ხზ. ალი გადმოგვცემს: ხზ. ებუ ბექირმა გარდაცვალებამდე ცოტახნით ადრე მის გვერდით დამსვა და ასე მითხრა, ეი ალი როგორც ხ.ზ. ფეიღამბერის განბანვის რიტუალი შენ შეასრულე ჩემი განბანვაც შენ აიღე თავზე, ამის შემდეგ კი ხზ. ფეიღამბრის გვერდით ჩემი დაკრძალვის ნება ითხოვე და თუ კარი გაიღება მეც იქ დამასაფლავეთ თუ კარი არ გაიღო სხვა მუსლიმ ძმებთან ერთად დამასაფლავეთ. ხზ. ებუ ბექირის გარდაცვალების შემდეგ მისი სურვილისამებრ როგორც დამარიგა ისეთნაირად შევასრულე და როდესაც ფეიღამბრის საფლავთან მისულმა ხზ. ებუ ბექირის სახელით დაკრძალვის ნება ვითხოვე კარიც გაიღო, იქედან კი ხმა შემომესმა: ძვირფასი მეგობარი მეგობარს მოუყვანეთ, რადგან მეგობარს იგი მოენატრა.
გარდაცვალება და დაკრძალვა
ხზ. ფეირამბრის გარდაცვალებამ ხზ. ებუ ბექირი მეტად დაამწუხრა, დღითი დღე სუსტდებოდა და ძალა ეცლებოდა, რასულულლაჰის გარდაცვალება გახდა მისი გარდაცვალების საბაბი. ჰიჯრეთის მე-13-ე წელს ჯემაზიელ ახირის თვის 23 რიცხვში (მილადი 634 ) სამშაბათს 63 წლის ასაკში გარდაიცვალა.
მმართველობის პერიოდი ორი წელი, სამი თვე და ათი დღე გაგრძელდა. ჯენაზის ლოცვა მესჯიდი ნებევიში ხზ. ომერის იმამობით იქნა შესრულებული . ღამით დაიკრძალა და საფლავში შვილმა, აბდურრაჰმანმა, ხზ. ომერმა ხზ. ოსმანმა და ხზ. ტალხამ ჩაასვენეს. თავის მხარე კი ხზ. ფეიღამბრის მხრებს გაუსწორეს.